ზელენსკი: რუსულ-ირანული „შაჰედები“ მოქმედებდნენ პოლონეთის, ნატოს საჰაერო სივრცეში

უკრაინაზე რუსული დრონებითა და რაკეტებით მორიგი მასირებული შეტევისა და პოლონეთის საჰაერო სივრცეში დრონების შეჭრის შემდეგ უკრაინის პრეზიდენტმა მ განაცხადა, რომ რუსეთმა ესკალაციისკენ კიდევ ერთი ნაბიჯი გადადგა.
ზელენსკიმ სოციალურ ქსელებში დაწერა, რომ რუსულ-ირანული „შაჰედები“ მოქმედებდენ პოლონეთის და შესაბამისად, ნატოს საჰაერო სივრცეში. უკრაინის პრეზიდენტის თანახმად, საუბარია არა ერთ „შაჰედზე“, რაც შესაძლოა, შემთხვევითობად ჩათვალო, არამედ სულ მცირე 8 დამრტყმელ დრონზე, რომლებიც პოლონეთისკენ მიმართეს.
ზელენსკის განცხადებით, ეს ევროპისთვის უკიდურესად საშიში პრეცედენტია და იქნება თუ არა ს მხრიდან შემდგომი ნაბიჯები, ეს სრულად დამოკიდებულია კოორდინირებასა და საპასუხო მოქმედებების ძალაზე.
გასულ ღამით, ზე რუსეთის მორიგი მასირებული შეტევის დაწყების შემდეგ უკრაინის საჰაერო ძალების ტელეგრამ-არხზე გამოქვეყნდა ცნობა, რომ რუსეთის უპილოტო საფრენმა აპარატებმა პოლონეთის ტერიტორიაზეც შეაღწიეს. გამოცემა „უკრაინსკა პრავდას“ ცნობით, ცოტა ხნის შემდეგ ეს ინფორმაცია წაიშალა.
გამთენიისას პოლონეთის არმიის სარდლობამ დაადასტურა ქვეყნის საჰაერო სივრცეში დრონების შეჭრა, დილით კი მათი ნაწილის ჩამოგდების შესახებ განაცხადა:
„უკრაინის ტერიტორიაზე რუსეთის ფედერაციის დღევანდელი შეტევის შედეგად მოხდა პოლონეთის საჰაერო სივრცის უპრეცედენტო მასშტაბის დარღვევა დრონის ტიპის ობიექტებით. ეს არის აგრესიის აქტი, რომელმაც რეალური საფრთხე შეუქმნა ჩვენს მოქალაქეებს“.
პოლონეთის თავდაცვის მინისტრ ვლადისლავ კოსინიაკ-კამიშის ინფორმაციით, ქვეყნის საჰაერო სივრცე ათზე მეტმა ობიექტმა დაარღვია. მინისტრის თანახმად, შეიარაღებული ძალების სარდლის გადაწყვეტილებით ჩამოაგდეს დრონები, რომლებიც უშუალო საფრთხეს წარმოადგენდნენ.
პოლონეთი ნატოს წევრი ქვეყანაა. ნატოს წესდებით, რომელიმე ერთ სახელმწიფოზე თავდასხმა ყველაზე თავდასხმას ნიშნავს და კოლექტიურ თავდაცვასაც ითვალისწინებს.
პრემიერ-მინისტრმა დონალდ ტუსკმა განაცხადა, რომ ნატოს გენერალურ მდივან მარკ რიუტეს მიაწოდა ინფორმაცია შექმნილ ვითარებასა და ზომებზე, რომლებსაც პოლონეთის საჰაერო სივრცის დამრღვევი ობიექტების წინააღმდეგ მიმართეს.
სააგენტო Reuters-ი ნატოში თავის წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ წინასწარი შეფასებით, პოლონეთის საჰაერო სივრცეში მომხდარი ინციდენტი რუსული დრონების მიზანმიმართული შეჭრა იყო, თუმცა ნატო ამას თავდასხმად არ განიხილავს.
უკრაინაზე რუსეთის ჯარების მასირებული შეტევების გამო პოლონეთს ხშირად უწევს თავისი საჰაერო სივრცის გასაკონტროლებლად პოლონეთის არმიისა და ნატოელი მოკავშირეების თვითმფრინავების გაგზავნა, თუმცა ეს პირველი შემთხვევაა, როცა ქვეყნის ტერიტორიაზე დრონების მოგერიება დასჭირდათ.
ფორუმი