ზელენსკი: რუსეთმა უკრაინაზე 40-ზე მეტი რაკეტითა და 40-დე დრონით მიიტანა იერიში

რუსეთმა ზე მასიური სარაკეტო და საჰაერო იერიში მიიტანა. დაბომბვას გამოეხმაურა ქვეყნის პრეზიდენტი :
“რუსი ტერორისტები კვლავ უმიზნებდნენ კრიტიკულ ინფრასტრუქტურას. მიიტანეს მორიგი სარაკეტო იერიში ხარკოვზე და ხარკოვის ოლქზე. მიზნად ამოიღეს ობიექტები სხვა ოლქებშიც: ს, ზაპოროჟიეს, ოდესის და ლვოვის. საჭიროა საჰაერო თავდაცვის სისტემები და სხვა თავდაცვითი მხარდაჭერა და არა დახუჭული თვალები და ხანგრძლივი დისკუსიები”.
უკრაინის შეიარაღებული ძალების მონაცემებით, 11 აპრილის ღამეს, ს მიერ გაშვებული 40 დრონიდან განადგურებულია 37. ენერგეტიკის სამინისტროს მონაცემებით მასიური შეტევის მიზანი კრიტიკული ენერგეტიკული ობიექტების განადგურება იყო.
პრეზიდენტის ადმინისტრაციის მოადგილის, ოლექსი კულებას თქმით, იერიშის შედეგად ელექტროენერგიის გარეშე 200 000-ზე მეტი აბონენტი დარჩა.
ლვოვის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის მეთაურის, მაქსიმ კოზიცკის თქმით, რუსულმა უპილოტო საფრენმა აპარატებმა დააზიანეს გაზის გამანაწილებელი ინფრასტრუქტურა და ელექტროსადგური.
რუსეთი უკრაინას ყოველდღიურად ავიაციითა და არტილერიით ბომბავს.

ასევე დაგაინტერესებთ