უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი გამოვიდა გაფრთხილებით, რომ რუსეთი ჩრდილოეთ კორეის სამხედროების საბრძოლო არეალებში განთავსებას უკვე 27 ოქტომბერს აპირებს.
ზელენსკი ასევე გამოდის მოწოდებით, “საგრძნობი” საერთაშორისო ზეწოლა განხორციელდეს ორ ქვეყანაზე, საიმისოდ, რომ მათ გაეროს წესები დაიცვან.
უკრაინის სამხედრო დაზვერვის სამსახურმა 24 ოქტომბერს გამოაცხადა, რომ აქვს ინფორმაცია ჩრდილოეთ კორეის სამხედროების ყოფნაზე რუსეთის კურსკის რეგიონში – სადაც პირველი დანაყოფები 23 ოქტომბერს ჩავიდნენ. უკრაინის მოსაზღვრე კურსკის რეგიონში აგვისტოში უკრაინის ძალები შევიდნენ და ტერიტორია დაიკავეს. კიევი აცხადებს, რომ ეს ტერიტორია ემსახურება ბუფერული ზონის შექმნას, უკრაინის მიმართ რუსეთის თავდასხმების აღსაკვეთად.
სადაზვერვო მონაცემებით, – წერს ზელენსკი პლატფორმაზე X, 25 ოქტომბერს, – “ჩრდილოეთ კორეის პირველ სამხედროებს რუსეთი, სავარაუდოდ, უკვე 27-28 ოქტომბერს განათავსებს საბრძოლო ზონებში”. ზელენსკი ამ ნაბიჯს უწოდებს რუსეთის მხრიდან ვითარების აშკარა ესკალაციას.