ზელენსკი რუსეთზე: ისინი ღელავენ, რომ აღლუმი კითხვის ნიშნის ქვეშ დგას და სწორადაც ღელავენ

“ვარჩევთ რუსეთის ზუსტად იმ მტკივნეულ წერტილებს, რომლებიც ყველაზე მეტად უბიძგებს მოსკოვს დიპლომატიისკენ”, – რუსეთის წინააღმდეგ სანქციების ევროპის სანქციებთან სინქრონიზაციასა და -სთან ახალი სანქციების განხილვის საჭიროებაზე ლაპარაკობს:
“მნიშვნელოვანია შემდგომშიც ვიქონიოთ ზეგავლენა რუსეთის გავლენის ქსელებზე, აგრეთვე მის წარმოებასა და სავაჭრო ოპერაციებზე.
ვცდილობთ უკრაინის სანქციების მაქსიმალური სინქრონიზება მოვახდინოთ ევროპის ყველა სანქციასთან, რომ ეს იყოს საერთო პოზიცია და უკვე გვაქვს კარგი შედეგები. კერძოდ, რუსეთის დახურულ საწარმოებზე, რომლებიც მათ „თავდაცვაზე“ მუშაობს.
ვემზადებით ახალ სასანქციო ნაბიჯებზე ამერიკასთან სალაპარაკოდ – ვარჩევთ რუსეთის ზუსტად იმ მტკივნეულ წერტილებს, რომლებიც ყველაზე მეტად უბიძგებს მოსკოვს დიპლომატიისკენ”.
სამშაბათის ვიდეომიმართვაში უკრაინის პრეზიდენტი ცეცხლის შეწყვეტის საკითხს კიდევ ერთხელ შეეხო:
“მათ უნდა გადადგან მკაფიო ნაბიჯები ომის დასრულებისკენ და ჩვენ მოვითხოვთ, რომ ახალი ნაბიჯი უნდა იყოს ცეცხლის უპირობო და სრული შეწყვეტა. რუსეთმა ეს უნდა გააკეთოს. ახლა ისინი ღელავენ, რომ აღლუმი კითხვის ნიშნის ქვეშ დგას და სწორადაც ღელავენ. თუმცა უნდა იღელვონ იმაზე, რომ ეს ომი გრძელდება. მათ უნდა დაასრულონ ომი”.
ფორუმი

ასევე დაგაინტერესებთ

რომან გოცირიძე: ქვემოთ მომყავს იმის დამადასტურებელი სურათი, რომ მართლაც მხოლო 95 ადამიანმა მოიწონა, არა და “იმედში” 500 კაცი მუშაობს, ხოლო მთელ ჰოლდინგში ათსზე მეტი. ამაზე სამარცხვინო ამბავი რა უნდა შეგემთხვეს?

მეუფე იაკობი: თან გვაბრალებენ… ისევე, როგორც ეკლესიას რუსობას გვაბრალებენ, თვითონ არიან რუსებიც და ყველაფერი თვითონ არიან, რასაც გვაბრალებენ. ქრისტიანები თუ ხართ ხელისუფლებაში, შერიგებაზე ვიფიქროთ…