ზელენსკი რუსეთზე ზეწოლისა და სანქციების გამკაცრების აუცილებლობაზე საუბრობს

უკრაინის პრეზიდენტის ს განცხადებით, რუსეთმა წუხელ ს ოთხი ბალისტიკური რაკეტით და 142 დრონით დაარტყა, დაიღუპა ორი ადამიანი – ქალი და მისი ვაჟი, ცნობილია შვიდი დაშავებულის შესახებ რომელთაგან ოთხი ბავშვია.
ზელენსკის სიტყვებით, აუცილებელია რუსეთზე ზეწოლის გაგრძელება, რათა მას ომის წარმოების რესურსი გამოეცალოს „მადლობა პარტნიორებს, რომლებსაც ეს ესმით და გვეხმარებიან, მადლობა თითოეულს, ვინც უკრაინას ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემით ეხმარება, რუსეთმა პასუხი უნდა აგოს ნამოქმედარზე“, ამბობს ზელენსკი.
ს ადმინისტრაციის განცხადებით, უკრაინის დედაქალაქზე გამთენიისას თავდამსხმელი 28 რუსული დრონიდან, 11 მოიგერია საჰაერო თავდაცვის სისტემებმა.
უკრაინაზე სარაკეტო და დრონებით იერიში რუსეთმა მიიტანა, ცალმხრივად გამოცხადებული სამდღიანი ზავის წინ. ს პრეზიდენტის ვლადიმირ პუტინის ინიციატივით 9 მაისს მოსკოვში დაგეგმილი საზეიმო ღონისძიებების პარალელურად, რომელიც “დიდ სამამულო ომში გამარჯვების” 80 წლისთავს ეძღვნება უკრაინაზე იერიშს არ მიიტანს.
ფორუმი