ზელენსკი: რუსები არ იძლევიან ცეცხლის შეწყვეტის სიგნალს და ისინი არ არიან მზად ომის დასრულებისთვის

21 მაისს უკრაინის პრეზიდენტმა მ დღის შეჯამებისას განაცხადა, რომ ს თავდასხმები გრძელდება და უკრაინის ძალები აგრძელებენ ყველა აუცილებელ საომარ მოქმედებას.
21 მაისს უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ დღის შეჯამებისას განაცხადა, რომ რუსეთის თავდასხმები გრძელდება და უკრაინის ძალები აგრძელებენ ყველა აუცილებელ საომარ მოქმედებას. ზელენსკის თანახმად, ყველაზე ინტენსიური ვითარება კვლავ დონეცკის რეგიონშია, განსაკუთრებით პოკროვსკის მიმართულებაზე. აქტიურაც გძელდება ოპერაციები კურსკისა და ბელგოროდის რაიონებში. უკრაინის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ გასული წლის აგვისტოში კურსკის ოპერაციის დაწყებიდან დღემდე რუსეთის არმიამ მნიშვნელოვანი დანაკარგი განიცადა – 63 ათასი მოკლული და დაჭრილია რუსეთის მხარეს მხოლოდ ამ არეალში.
“სამწუხაროდ, რუსები არ იძლევიან ცეცხლის შეწყვეტის სიგნალს და ისინი არ არიან მზად ომის დასრულებისთვის. შესაბამისად, აბსოლუტურად აუცილებელია ყველა სახის ზეწოლა და ჩვენი მუშაობა პარტნიორებთან რუსეთზე ზეწოლისთვის. ზეწოლა აიძულებს – ზეწოლა ბრძოლის ველზე, ზეწოლა ეკონომიკაზე – სწორედ ამისთვის არსებობს სანქციები, ზეწოლა პოლიტიკაზე”.
ზელენსკიმ აგრეთვე აღნიშნა, რომ მიმდინარეობს მზადება ტყვეების შემდეგი გაცვლისთვის:
“ვამზადებთ გაცვლას. ცნობები პრაქტიკულად ყოველდღე შემოდის. ჩვენ უნდა გავათავისუფლოთ ჩვენები. თითოეულის შესახებ ვამოწმებთ ინფორმაციას. ვცდილობთ გავაკეთოთ ყველაფერი, რაც შესაძლებელია”.
დღეს პრეზიდენტმა ზელენსკიმ მიიღო ინფორმაცია უკრაინის თავდაცვის მინისტრ უმეროვისგან:
“მომახსენა ახალი იარაღის მოწოდებაზე პარტნიორებთან თანამშრომლობაზე. აქტიურად ვმუშაობთ ში შიდა წარმოებისთვის ინვესტიციების მოსაზიდად. წარმოება მხოლოდ და მხოლოდ გაიზრდება და ეს ჩვენი გრძელვადიანი უსაფრთხოების გარანტიაა”.
21 მაისს ვოლოდიმირ ზელენსკის ჰქონდა რამდენიმე სატელეფონო საუბარი პარტნიორებთან, მათ შორის: პოლონეთის პრემიერმინისტრ დონალდ ტუსკთან და ევროპული საბჭოს პრეზიდენტ ანტონიო კოშტასთან მან განიხილა უკრაინის შემდგომი ევროინტეგრაციის საკითხები:
“გულდასმით ვემზადებით ევროკავშირში უკრაინის გაწევრიანების პროცესისთვის. ჩვენი მხრივ ყველაფერი გაკეთდა, განსაკუთრებით პირველი კლასტერების გასახსნელად. პოლონეთის პრემიერმინისტრ ტუსკს ვესაუბრე. პოლონეთი ახლა ევროკავშირის პრეზიდენტია და მნიშვნელოვანია, რომ მისი პრეზიდენტობა იყოს შედეგიანი”.
ოთხშაბათს გაიმართა აგრეთე საუბარი ვოლოდიმირ ზელენსკისა და ნატოს გენერალურ მდივან მარკ რუტეს შორის. საუბრის დასრულების შემდეგ ზელენსკიმ დაწერა, რომ რუტესთან განიხილა მათ შორის ისეთ სანქციების საკითხი, რომლებსაც რუსეთზე რეალური ზეგავლენის მოხდენა შეუძლია “. მარკ რუტემ კი მოგვიანებით დაწერა: ვისაუბრეთ სამართლიანი და ხანგრძლივი მშვიდობის მიღწევის მცდელობებზე”. საუბრის ერთ-ერთი თემა იყო უკრაინისთვის ნატოს განგრძობითი დახმარება, მათ შორის, ვისბადენში მყოფი ნატოს სარდლობის მეშვეობით – “ასე რომ, უკრაინას შეუძლია თავი დაცვა დღეს და შეძლებს მტრის მოგერიებას მომავალში”.
ნატოს შემდეგი სამიტი 24-25 ივნისს ჰააგაში გაიმართება.
ფორუმი