ზელენსკი რომის პაპს შეხვდა

უკრაინის პრეზიდენტი დღეს ვატიკანში, რომის ახალი პაპის, ლეო XIV-ს ინაუგურაციის წირვაზე იმყოფებოდა, რის შემდეგაც მათ შეხვედრა გამართეს.
ამის შესახებ ზელენსკიმ თავად დაწერა სოხიალურ ქსელში და პოსტში მადლობა გადაუხადა ვატიკანს იმისთვის, რომ მზად არის, იქცეს მშვიდობის პლატფორმად რუსეთსა და უკრაინას შორის.
“ლიტურგიის აღსრულების შემდეგ შეხვედრა გვქონდა რომის პაპ ლეო XIV-სთან. მადლობას ვუხდით მას მიღებისთვის.
მსოფლიოში მილიონობით ადამიანისთვის ის წარმოადგენს მშვიდობის იმედის სიმბოლოს. ვატიკანის ავტორიტეტი და ხმა შეიძლება მნიშვნელოვან როლს ასრულებდეს რუსეთ-უკრაინის ომის დასრულებაში.
მადლობას ვუხდით ვატიკანს იმისთვის, რომ მზად არის იქცეს პლატფორმად უკრაინასა და რუსეთს შორის პირდაპირი მოლაპარაკებებისთვის. ჩვენ მზად ვართ დიალოგისთვის ნებისმიერ ფორმატში, რეალური შედეგების მისაღწევად.
ვაფასებთ ვატიკანის მტკიცე, ნათელ პოზიციას სამართლიანი და მდგრადი მშვიდობის დასაცავად”, – წერს ზელენსი და ფოტოებს აქვეყნებს.

ასევე დაგაინტერესებთ

შვედი დეპუტატი – შეხედეთ საქართველოს პარლამენტის წევრებს, სრულ სისულელეებს ლაპარაკობენ – ჩვენ ვცდილობთ დანაშაულთან ბრძოლას, დემოკრატიულ ქვეყნებში ასე ვმუშაობთ, პროტესტის დროს, ქუჩაში ოპონენტებს ქიმიური იარაღით არ ვუსწორდებით

ეკა ბესელია – არ ვფიქრობ, რომ ეყოფათ გამბედაობა, ზურაბიშვილის დაკავების გადაწყვეტილება მიიღონ, რადგან მას თავისი ლეგიტიმაცია აქვს – წარმოუდგენელ რაღაცებს ეხება კობახიძე, დააპატარავა და შეურაცხყო კონსტიტუცია, სამართალს ასე არავინ მოჰქცევია