ზელენსკი: რასაც დღეს აშშ ლაპარაკობს, ძალიან სიამოვნებს პუტინს

უკრაინის პრეზიდენტმა მ გააკრიტიკა უკრაინის შესახებ -ის ოფიციალური პირების ზოგიერთი განცხადება, რომელიც, მისი შეფასებით, მიმართულია პუტინის საამებლად.
გერმანულ ტელეკომპანია ARD-სთან ინტერვიუში პრეზიდენტმა ზელენსკიმ განაცხადა, რომ აშშ-ის თავდაცვის მინისტრი პიტ ჰეგსეთი, რომელიც უკრაინის მიერ თავისი ტერიტორიების დაბრუნებას არარეალურად მიიჩნევს, დეტალებს უნდა ჩაუღრმავდეს და ამისთვის დრო სჭირდება.
ვოლოდიმირ ზელენსკიმ ისევ გაიმეორა, რომ საკუთარ ტერიტორიებზე უარს არასდროს იტყვის.
უკრაინის პრეზიდენტის თქმით, პრობლემა ის არის, რომ რასაც დღეს აშშ ლაპარაკობს, ძალიან სიამოვნებს პუტინს. ზელენსკის შეფასებით, ვაშინგტონი ცდილობს პუტინს ასიამოვნოს, რათა შეხვედრა შედგეს და წარმატებას სწრაფად მიაღწიოს, მაგრამ მხოლოდ ცეცხლის შეწყვეტა წარმატება ვერ იქნება.
უკრაინა უსაფრთხოების ძლიერ და საიმედო გარანტიებს მოითხოვს. იგივეს მოითხოვს ევროპის არაერთი სახელმწიფოც.
დღეს, 18 თებერვალს, საუდის არაბეთში გაიმართება აშშ-ის და ს დელეგაციების შეხვედრა. მასში მონაწილეობას მიიღებენ აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო, პრეზიდენტის მრჩეველი ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში მაიკ უოლცი და სპეციალური წარმომადგენელი ახლო აღმოსავლეთში სტივ უიტკოფი და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი და პრეზიდენტის თანაშემწე იური უშაკოვი.
17 თებერვალს, საუდის არაბეთში გამგზავრების წინ, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა განაცხადა, რომ აშშ-ის წარმომადგენლები მსჯელობენ, როგორ მიუდგნენ „უკრაინის კრიზისს” და კომპრომისებზე საუბრისას უკვე ახსენებენ ტერიტორიების დათმობის თემას. ლავროვის თქმით, „აშშ უკრაინის კრიზისში დასაწყისიდანვე ასრულებს მთავარ როლს” და მასვე შეუძლია ხელი შეუწყოს მოგვარებას.
17 თებერვალს უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ უკრაინა არ აღიარებს არანაირ შეთანხმებას, რომელიც მიღწეული იქნება ს მონაწილეობის გარეშე. უკრაინა მოითხოვს მოლაპარაკებებში ევროპის მონაწილეობასაც.
17 თებერვალს საფრანგეთის, გერმანიის, იტალიის, ესპანეთის, დიდი ბრიტანეთის, პოლონეთის, დანიისა და ნიდერლანდის ლიდერებმა ევროკავშირისა და ნატოს ხელმძღვანელებთან ერთად პარიზში იმსჯელეს უკრაინის უსაფრთხოების გარანტიებსა და თავდაცვის ხარჯების გაზრდაზე.
პარიზში საგანგებო სამიტის მოწვევას წინ უძღოდა აშშ-ის პრეზიდენტ ს გადაწყვეტილება, რუსეთთან დაიწყოს მოლაპარაკებები უკრაინაში ომის დასასრულებლად.