ზელენსკი რამშტაინში: “დასავლეთმა ს წითელი ხაზები” უნდა უგულებელყოს

უკრაინის პრეზიდენტმა, რომელიც 6 სექტემბერს გერმანიაში, -ის სამხედრო ბაზაზე უკრაინის დახმარების საკოორდინაციო ჯგუფის შეხვედრაზე გამოვიდა, შორი მოქმედების რაკეტები მოითხოვა დასავლელი კოლეგებისგან, რათა შეძლოს თავდასხმა ს ტერიტორიის სიღრმეში.
უკრაინის პრეზიდენტის თქმით, მოკავშირეებმა პუტინის “წითელი ხაზები” უნდა უგულებელყონ და კიევს ამგვარი იერიშების ნებართვა მისცემ.
ზელენსკის აზრით, მხოლოდ ასე შეძლებს მშვიდობაზე მოსკოვის დაყოლიებას.
ამასთან, ზელენსკის თქმით, ს სჭირდება დამატებითი F16-ები, რათა წინააღმდეგობა გაუწიოს რუსეთის არმიას.
ეს ზელენსკის პირველი უშუალო მონაწილეობაა რამშტაინის საკონტაქტო ჯგუფის შეხვედრაში, რომელშიც არაერთი ქვეყნის თავდაცვის მინისტრები და მაღალი რანგის სამხედროები მონაწილეობენ.
-ის თავდაცვის მინისტრმა, ლოიდ ოსტინმა შეხვედრის წინ თქვა, რომ აშშ-ის პრეზიდენტი, უკრაინისთვის დამატებით გამოყოფს 250 მილიონ დოლარს. ბრიტანეთმა გამოაცხადა, რომ კიევს 192 მილიონი ევროს ღირებულების 650 რაკეტას მიაწოდებს საჰაერო თავდაცვისთვის. სამხედრო სფეროში უკრაინას დახმარება აღუთქვა ასევე გერმანიამ, რომელიც აშშ-ის მერე უკრაინის უდიდესი მხარდამჭერია რუსეთთან ომში.
6 სექტემბრისთვის მაინის ფრანკფურტში დაგეგმილი იყო ზელენსკის შეხვედრა გერმანიის კანცლერ ოლაფ შოლცთან.