ზელენსკი “რადას” საომარი მდგომარეობისა და მობილიზაციის პერიოდის გახანგრძლივებას სთავაზობს

უკრაინის პრეზიდენტი “ვერხოვნა რადას” სთავაზობს საომარი მდგომარეობისა და ზოგადი მობილიზაციის ვადის გახანგრძლივებას.

რადიო თავისუფლების უკრაინული სამსახურის ცნობით, შესაბამისი კანონპროექტები “ვერხოვნა რადაში” 23 ივლისს დარეგისტრირდა. დოკუმენტების განმარტებითი ბარათები მიუთითებს, რომ ში საომარი მდგომარეობისა და ზოგადი მობილიზაციის ხანგრძლივობა 12 აგვისტოდან 90 დღით უნდა გაგრძელდეს.

მაისში “ვერხოვნა რადამ” საომარი მდგომარეობის და ზოგადი მობილიზების 11 აგვისტომდე გაგრძელებას დაუჭირა მხარი. 2022 წლის თებერვალში ს სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყებიდან, ეს უკრაინაში საომარი მდგომარეობისა და მობილიზაციის მე-11 გაგრძელება იყო.
მიმდინარე წლის აპრილში, უკრაინის 450-წევრიან საკანონმდებლო ორგანოში 283-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი მობილიზაციის ახალ კანონს, რომელიც მიზნად ისახავს ფრონტის ხაზზე ჯარისკაცების დანაკლისის შევსებას.
კანონის თანახმად, 18-დან 60 წლამდე უკრაინელები ვალდებულნი იქნებიან, სამხედრო უწყებებს მიაწოდონ პირადი ინფორმაცია, რათა საბრძოლო ასაკის კაცების გაწვევაზე პასუხისმგებელმა ორგანოებმა მარტივად დაადგინონ, ვისი გამოძახება შეეძლებათ ქვეყნის ამა თუ იმ რეგიონში.

ახალი კანონი სამხედრო ასაკის მამაკაცებს ავალდებულებს, რომ მუდამ თან ატარონ სამხედრო რეგისტრაციის დოკუმენტი, რამდენადაც გაწვევის ოფიცრებს უფლება ექნებათ, ისინი ქუჩაში შეამოწმონ.

ამასთან, მობილიზაციის შესახებ კანონი შესაბამისი ასაკის მამაკაცებს ქვეყნიდან გასვლასაც აუკრძალავს, რადგან უცხოეთიდან მათი ჯარში გამოძახების პროცედურა არ არსებობს.
16 აპრილს კანონს უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ მოაწერა ხელი.