ზელენსკი: ჟენევაში პირველი შეხვედრები აჩვენებს, რომ -მა შესაძლოა გაითვალისწინოს სთვის მნიშვნელოვანი შენიშვნები

უკრაინის პრეზიდენტმა მ ჟენევაში მიმდინარე სამშვიდობო მოლაპარაკებების შუალედურ შედეგებზე ისაუბრა. მოლაპარაკებები ეხება -ის 28-პუნქტიან სამშვიდობო გეგმას, რომელიც ში ომის დასრულებას და სამშვიდობო შეთანხმების მიღწევას ისახავს მიზნად.
„უკვე იყო გუნდის მოკლე ანგარიშები პირველი შეხვედრებისა და საუბრების შესახებ. ახლა არსებობს გაგება, რომ ამერიკულ წინადადებებში შეიძლება გათვალისწინებულ იქნეს ელემენტები, რომლებიც უკრაინულ ხედვაზეა დამყარებული და კრიტიკული მნიშვნელობისაა უკრაინის ინტერესებისთვის,“ დაწერა ზელენსკიმ სოცქსელში.
უკრაინის დელეგაციამ, რომელსაც პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელი ანდრი ერმაკი ხელმძღვანელობს, შეხვედრები გამართა ევროპის ქვეყნების წარმომადგენლებთან. ამის შემდეგ დაგეგმილია მოლაპარაკებები შეერთებული შტატების დელეგაციასთან, რომელსაც დღეს შეუერთდებიან აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო და პრეზიდენტ ს სპეციალური წარგზავნილი სტივენ უიტკოფი.
აშშ-ის სამშვიდობო წინადადებების შესახებ, რომლებიც 28-პუნქტიან გეგმაშია მოცემული, მიმდინარე კვირაში გახდა ცნობილი.
Bild-ის ცნობით, ევროპელი ლიდერები აშშ-ის პრეზიდენტ ს სამშვიდობო გეგმის სულ მცირე ოთხი პუნქტის შეცვლას ცდილობენ. ისინი უკმაყოფილოები არიან წინადადებებით, რომლებიც ეხება ს სუვერენიტეტის აღიარებას ყირიმზე, დონბასსა და სხვა ტერიტორიებზე; უკრაინის არმიის შესაძლო შემცირებას; უსაფრთხოების გარანტიების პირობებს; გაყინულ რუსულ აქტივებთან დაკავშირებულ დებულებებს.
Washington Post-ის ცნობით, ევროკავშირის ლიდერების მიერ მომზადებულ წინადადებებს შორისაა: უარი უკრაინის შეიარაღებული ძალების რაოდენობის შეზღუდვაზე, რაც აშშ-ის გეგმით არის გათვალისწინებული; ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურსა და კინბურნის ნახევარკუნძულზე უკრაინის კონტროლის დაბრუნება და უკრაინის კონტროლქვეშ მყოფი დონეცკის ოლქის სთვის გადაცემისგან თავის შეკავებას ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების დამყარებამდე, ამ და სხვა ტერიტორიული საკითხების განხილვას მხოლოდ ცეცხლის შეწყვეტის შემდეგ.
გუშინ თავად დონალდ ტრამპმა დაუშვა გეგმის პარამეტრების შეცვლის შესაძლებლობა და განაცხადა, რომ უკრაინის მიმართ მისი წინადადება საბოლოო არ არის. ამავე დროს ის მოითხოვს, რომ რაც შეიძლება მალე დაეთანხმოს გეგმას.
ფორუმი

ასევე დაგაინტერესებთ

არქიმანდრიტი შიო კვარაცხელია: ავაზაკმა ქართულმა ოცნებამ გაძარცვა ქართველი ხალხი, ჩვენი ქვეყანა, სცემა მოსახლეობას, მათი მოღვაწეობიდან გამომდინარე, უამრავი ქართველი წასულია ემიგრაციაში ევროპაში და მათაც სამოქალაქო უფლებებს უზღუდავენ

“ლიდაზე იძალადეს, აქვს დაზიანებები. დააკავეს ტროტუარზე, ჩატენეს მანქანაში, აყენებდნენ სიტყვიერ შეურაცხყოფას, აჩვენებდნენ სხვის დაწერილ ფეისბუქ პოსტს და აგინებდნენ, ეს რამ დაგაწერინაო