ზელენსკი: პუტინს ში ომის დასრულებამდეც შეუძლია ევროპაში მეორე ფრონტის გახსნა

უკრაინის პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ ს პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს შეუძლია ში ომის პარალელურად ევროპაში მეორე ფრონტი გახსნას.
ბრიტანულ გამოცემა The Guardian-თან ინტერვიუში, რომელიც 9 ნოემბერს გამოქვეყნდა, ზელენსკიმ განაცხადა, რომ კრემლი ევროპის წინააღმდეგ ჰიბრიდულ ომს აწარმოებს და ნატოს წითელ ხაზებს ამოწმებს. უკრაინის პრეზიდენტის თანახმად, საერთო ევროპული სკეპტიციზმი იმის შესახებ, რომ პუტინს ჯერ უკრაინის ოკუპირება სურს და ამის შემდეგ შესაძლოა, სხვა მიმართულებითაც წავიდეს, უნდა დაივიწყონ, რადგან ერთდროულად ორივეს გაკეთება შეუძლია.
ზელენსკიმ მთელ ევროპაში ს მავნებლური აქტივობა, მათ შორის პოლონეთსა და ევროკავშირის სხვა ქვეყნებში დრონების შეჭრა დაუკავშირა რუსეთის უუნარობას უკრაინის ფრონტზე მიაღწიოს არსებით პროგრესს.
ზელენსკის შეფასებით, პუტინი ჩიხურ სიტუაციასა და პატის მდგომარეობაშია და წარუმატებლობამ შესაძლოა, სხვა ტერიტორიების ძებნა აიძულოს.
უკრაინაში რუსული არმიის ფართომასშტაბიანი შეჭრის შემდეგ ევროკავშირისა და ნატოს წევრი პოლონეთისა და ბალტიის ქვეყნების პოლიტიკურმა ლიდერებმა არაერთხელ განაცხადეს, რომ თუ პუტინი უკრაინაში წარმატებას მიაღწევს, მისი შემდეგი სამიზნე შესაძლოა, ეს სახელმწიფოები გახდნენ.
პუტინის არაერთი საჯარო განცხადების მიხედვით, პოლონეთსა და ბალტიის ქვეყნებში რუსეთის შესაძლო შეჭრის თაობაზე არსებული ვარაუდები სისულელეა და ზოგადად, რუსეთი არ გეგმავს ნატოს წევრ სახელმწიფოებზე თავდასხმას.
ფორუმი