ზელენსკი: პუტინმა პატივი უნდა სცეს მათ, ვისაც ელაპარაკება

უკრაინის პრეზიდენტი აცხადებს, რომ არც მშვიდობას და არც დიპლომატიას სერიოზულად არ განიხილავს და ახალი თავდასხმითი ოპერაციებისთვის ემზადება. დღეს მ მოისმინა დაზვერვის ინფორმაცია:
„დაზვერვის მიერ და ღია წყაროებიდან მოპოვებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით, ვხედავთ, რომ პუტინი და მისი გარემოცვა არ გეგმავს ომის დასრულებას. ამჟამად არ არსებობს არანაირი ნიშანი, რომ ისინი სერიოზულად განიხილავენ მშვიდობას ან დიპლომატიას. ამის საპირისპიროდ, არსებობს უამრავი მტკიცებულება, რომ ისინი ახალ თავდასხმით ოპერაციებს ამზადებენ. რუსეთს გათვლა აქვს ხანგრძლივ ომზე. მათი მხრიდან ეს არის მსოფლიოში ყველას მიმართ უპატივცემულობა, ვისაც სურს მშვიდობა და ცდილობს დიპლომატიური სამუშაოს გაწევას”.
ზელენსკი გამოთქვამს რწმენას, რომ მსგავს ინფორმაციას ფლობენ უკრაინის პარტნიორი ქვეყნების დაზვერვის სამსახურებიც და კვლავ ხაზს უსვამს რუსეთზე ერთობლივი ზეწოლის გაძლიერების მნიშვნელობას:
“მნიშვნელოვანია, რომ მათ თვალი არ დახუჭონ ამაზე და მოახსენონ თავიანთ ხელმძღვანელობას ამის შესახებ. ერთადერთი, რაც ახლაა საჭირო, არის სრულიად პატიოსანი დასკვნები და შესაბამისი ერთობლივი ზეწოლა რუსეთზე. მით უმეტეს, რომ რუსების დარტყმები ყოველ ღამით სულ უფრო თავხედური და ფართომასშტაბიანია. მხოლოდ სამ დღეში უკრაინის წინააღმდეგ დრონებით 900-ზე მეტი თავდასხმა განხორციელდა, ამას დამატებული ბალისტიკური და ფრთოსანი რაკეტები”.
უკრაინის პრეზიდენტი თვლის, რომ რუსეთის ასეთ ქმედებებში არანაირი სამხედრო ლოგიკა არ არის:
“ეს წმინდად პოლიტიკური არჩევანია – პუტინის არჩევანი, რუსეთის არჩევანი – ეს არის ომის გაგრძელებისა და სიცოცხლეების განადგურების არჩევანი. ახლახან შეხვედრა გაიმართა სტამბოლში. ახლა რუსები თითქოს სამშვიდობო მემორანდუმისთვის წინადადებებს უნდა ამზადებდნენ. უკვე კვირაზე მეტი დახარჯეს ამაზე. ისინი ბევრს ლაპარაკობენ დიპლომატიაზე. თუმცა, როცა ამ ყველაფრის ფონზე არის გამუდმებული დარტყმები რუსეთისგან, გამუდმებული კვლა, გამუდმებული შეტევები და ახალი თავდასხმებისთვის მზადებაც კი, ეს არის მკაფიო დიაგნოზი. რუსეთი იმსახურებს სრულმასშტაბიან ზეწოლას – ყველაფერს, რისი გაკეთებაც კი შეიძლება მისი სამხედრო შესაძლებლობების შესაზღუდად”.
ვოლოდიმირ ზელენსკი თვლის, რომ რუსეთის იძულება, რომ შეწყვიტოს ცეცხლი და პატივი სცეს სხვებს, მხოლოს “ახალი და ძლიერი” სანქციებით არის შესაძლებელი:
“ახალი და ძლიერი სანქციები რუსეთის წინააღმდეგ – -დან, ევროპიდან და მათგან მსოფლიოში, ვისაც მშვიდობა სურს, იქნება გარანტირებული საშუალება რუსეთის მიერ არა მხოლოდ ცეცხლის შეწყვეტის, არამედ მისი იძულების, რომ სხვებს პატივი სცეს. მათ პატივის უნდა სცენ მსოფლიოს. პუტინმა პატივი უნდა სცეს მათ, ვისაც ელაპარაკება. ახლა ის უბრალოდ თამაშობს დიპლომატიითა და დიპლომატებით. ეს უნდა შეიცვალოს”.
ამის პარალელურად, ზელენსკიმ დღეს გადამტაცი დრონების წარმოების მნიშვნელოვნად გაზრდის მითითება:
“ამის ხელშესაწყობად გამოვიყენებთ მეტ დაფინანსებას ჩვენი პარტნიორებისგან. … აგრეთვე გავეცი ბრძანება უკრაინის ბალისტიკური რაკეტების პროგრამის მიზნობრივი დაფინანსების შესახებ, რაკეტების წარმოების გასაზრდელად”.
რუსეთის მიერ ზე 25 მაისს განხორციელებული მორიგი მასირებული შეტევის შემდეგ, დონალდ ტრამპმა თავის სოციალურ ქსელ Truth Social-ში დაწერა, რომ ვლადიმირ პუტინთან ყოველთვის კარგი ურთიერთობები ჰქონდა, მაგრამ მას „რაღაც დაემართა“ და „ის აბსოლუტურად შეიშალა“ და რომ პუტინი კლავს უამრავ ადამიანს, არა მხოლოდ ჯარისკაცებს და უკრაინის ქალაქებს ყოველგვარი მიზეზის გარეშე ესვრიან რაკეტებს და დრონებს.