ზელენსკი პუტინზე: ის არის მკვლელი, მაგრამ არა ემოციური, არამედ პრაგმატული

უკრაინის პრეზიდენტი,  BBC-სთან ინტერვიუში კრემლის ლიდერ, ვლადიმერ პუტინს „პრაგმატულ მკვლელს“ უწოდებს.

ზელენსკი ამბობს, რომ პუტინი საკუთარი ხელით არაფერს ახორციელებს, მაგრამ ეს მას პასუხისმგებლობისგან არ ათავისუფლებს.

„ის {} არის მკვლელი, მაგრამ არა ემოციური, არამედ პრაგმატული. საუბარია მკვლელებზე. ისინი განსხვავებულები არიან. არიან მასობრივი მკვლელები, არიან ისეთებიც, რომლებიც ემოციურები არიან. არიან ისეთებიც, რომლებიც ძალიან პრაგმატულები არიან. მე ვიტყოდი, რომ ის არის პრაგმატული მკვლელი. ის გასცემს ბრძანებებს. საკუთარი ხელით არაფერს ახორციელებს, მაგრამ ეს მას პასუხისმგებლობისგან არ ათავისუფლებს“, – ამბობს ზელენსკი.

უკრაინის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ვლადიმერ პუტინს ძალიან უყვარს ძალაუფლება, რაც გასაგებია, მაგრამ ის არ გამოიყურება, როგორც ძალიან ჭკვიანი ლიდერი თანამედროვე სამყაროში.

„ის ჭკვიანი არ არის, მაგრამ დაუნდობელია და ეს საშიშია“, – აცხადებს ზელენსკი.