ზელენსკი: პრიორიტეტები ნათელია – რუსეთის მიერ ცეცხლის შეწყვეტა და ლიდერთა შეხვედრის ფორმატი

უკრაინის პრეზიდენტი მშვიდობის დასამყარებლად რეალური გადაწყვეტილებების მიღების გზად ლიდერების შეხვედრას მიიჩნევს.
თეთრ სახლში 6 აგვისტოს განაცხადეს, რომ შეერთებული შტატების პრეზიდენტი მზად არის ს და უკრაინის პრეზიდენტებთან, ვლადიმირ პუტინთან და ვოლოდიმირ ზელენსკისთან შესახვედრად.
გამოცემა The New York Times-ის წყაროთა ცნობით, შეხვედრა შესაძლოა, მომავალ კვირაში შედგეს.
ამ ცნობებს წინ უძღოდა რუსეთის პრეზიდენტ პუტინის და -ის პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენლის, სტივ უიტკოფის შეხვედრა, რომელიც 6 აგვისტოს კრემლში გაიმართა.
პრეზიდენტმა ზელენსკიმ, რომელიც 6 აგვისტოს ტელეფონით ესაუბრა პრეზიდენტ დონალდ ტრამპს და ევროპელ ლიდერებს, დღეს, 7 აგვისტოს სოციალურ ქსელებში დაწერა, რომ მნიშვნელოვანია ძირითადი დეტალების განხილვა:
„პრიორიტეტები აბსოლუტურად ნათელია. პირველი – მკვლელობების შეწყვეტა და სწორედ რუსეთი უნდა წავიდეს ცეცხლის შეწყვეტაზე. მეორე – ფორმატი ლიდერებისთვის, რათა შეხვედრამ იმუშაოს მართლაც ხანგრძლივი მშვიდობისთვის. ში არაერთხელ გვითქვამს, რომ რეალური გადაწყვეტილებების მოძებნა შესაძლოა, მართლაც შედეგიანი იყოს სწორედ ლიდერების დონეზე. უნდა განისაზღვროს ასეთი ფორმატის დრო და საკითხთა წრე. მესამე – გრძელვადიანი უსაფრთხოება. ეს შესაძლებელია შეერთებულ შტატებთან და ევროპასთან ერთად“.
პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, უკრაინას ომი არასდროს სურდა და მშვიდობისთვის მაქსიმალურად პროდუქტიულად იმუშავებს, მთავარი კი ის არის, რომ ომის დამწყებმა რუსეთმა მართლაც გადადგას ნაბიჯები აგრესიის შესაწყვეტად. ზელენსკის თანახმად, მსოფლიოს აქვს აგრესორზე ზეწოლის ბერკეტები და დაპირებების შესრულების შემოწმების შესაძლებლობა.
უკრაინის პრეზიდენტის ინფორმაციით, დღესაც ბევრი კონტაქტი ექნება მშვიდობის რეალურად მოახლოებისა და ნებისმიერ გარემოებებში უკრაინის დამოუკიდებლობის გარანტირებისთვის. მათ შორის საუბარი გერმანიის კანცლერთან და კავშირი კოლეგებთან საფრანგეთსა და იტალიაში.
6 აგვისტოს ვოლოდიმირ ზელენსკი ტელეფონით ესაუბრა ნატოს გენერალურ მდივან მარკ რიუტესაც.
ფორუმი