ზელენსკი პრეზიდენტ ბაიდენს მადლობას უხდის

უკრაინის პრეზიდენტმა, მ განაცხადა, რომ პატივს სცემს ამერიკის პრეზიდენტის, ს „რთულ, მაგრამ მტკიცე გადაწყვეტილებას“, აღარ იბრძოლოს მეორე ვადით არჩევისთვის.
81 წლის ბაიდენმა კვირას, 21 ივლისს განაცხადა, რომ საარჩევნო რბოლას წყვეტს და პრეზიდენტობის ვადის ამოწურვამდე თანამდებობაზე რჩება. თავის მხარდაჭერას კი ვიცე-პრეზიდენტ კამალა ჰარისს უცხადებს.
„უკრაინა მადლიერია პრეზიდენტ ბაიდენის ურყევი მხარდაჭერისთვის უკრაინის თავისუფლებისთვის ბრძოლაში, რომელიც ამერიკაში ორპარტიულ მხარდაჭერასთან ერთად, იყო და კვლავაც კრიტიკულია“, – წერს ზელენსკი X-ზე, 22 ივლისს.
ბაიდენის ხელმძღვანელობით, შეერთებული შტატები უკრაინის მტკიცე მხარდამჭერი იყო ს არაპროვოცირებული შეჭრის წინააღმდეგ. ბაიდენის ადმინისტრაციის გადაწყვეტილებების გამო, ამ ომში ამერიკა უკრაინის მთავარი სამხედრო და ფინანსური დახმარების მიმწოდებელია.
პრეზიდენტის რანგში, სავარაუდოდ, მისი ერთ-ერთი გრძელვადიანი მემკვიდრეობა იქნება ის, რომ ბაიდენმა შეძლო სწრაფად გაეერთიანებინა მოკავშირეები უკრაინის მხარდასაჭერად და ათობით მილიარდი დოლარის სამხედრო და ფინანსური მხარდაჭერის მოსაბილიზებლად.
“ბევრი ძლიერი გადაწყვეტილება იქნა მიღებული ბოლო წლებში და ისინი დაგვამახსოვრდება, როგორც პრეზიდენტ ბაიდენის გაბედული ნაბიჯები, რომლებიც გადადგა რთული პერიოდის საპასუხოდ. ჩვენ პატივს ვცემთ დღევანდელ რთულ, მაგრამ მტკიცე გადაწყვეტილებას”, – წერს ზელენსკი.

“ჩვენ ყოველთვის მადლობელი ვიქნებით პრეზიდენტ ბაიდენის ხელმძღვანელობის გამო. მან მხარი დაუჭირა ჩვენს ქვეყანას ისტორიის ყველაზე დრამატულ მომენტში, დაგვეხმარა პუტინის ოკუპაციის თავიდან აცილებაში და აგრძელებდა ჩვენს მხარდაჭერას მთელი ამ საშინელი ომის განმავლობაში”, – აცხადებს ზელენსკი.
-ის ყოფილმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა, რომელიც რესპუბლიკური პარტიის საპრეზიდენტო კანდიდატად დასახელდა და ხელახლა არჩევისთვის იბრძვის, არაერთხელ თქვა, რომ თუ კვლავ აირჩევენ პრეზიდენტად, ის დაასრულებს ომს უკრაინაში. ტრამპმა ეს პირობა 19 ივლისს, პრეზიდენტ ზელენსკისთან სატელეფონო საუბარშიც გაიმეორა.