ზელენსკი ორშაბათს ვაშინგტონში ტრამპს შეხვდება

ზელენსკი ორშაბათს ვაშინგტონში ტრამპს შეხვდება
ორშაბათს ვაშინგტონში დონალდ ტრამპს შეხვდება, – ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის პრეზიდენტი ავრცელებს.
„პრეზიდენტ ტრამპთან ხანგრძლივი და შინაარსიანი საუბარი გვქონდა. სანამ ევროპელი ლიდერები შემოგვიერთდებოდნენ, ჩვენ პირისპირ საუბრით დავიწყეთ. ეს ზარი საათ ნახევარზე მეტ ხანს გაგრძელდა, მათ შორის პრეზიდენტ ტრამპთან ორმხრივი საუბარი ერთი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა“, – წერს ვოლოდიმირ ზელენსკი X-ზე.
ვოლოდიმირ ზელენსკის ცნობით, დონალდ ტრამპმა სატელეფონო საუბრისას ს პრეზიდენტთან, ვლადიმერ პუტინთან შეხვედრის ძირითადი საკითხების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია.
„ჩვენ მხარს ვუჭერთ პრეზიდენტ ტრამპის წინადადებას ს, -სა და რუსეთს შორის სამმხრივი შეხვედრის ჩატარების შესახებ. ორშაბათს პრეზიდენტ ტრამპს ვაშინგტონში შევხვდები, რათა დეტალურად განვიხილოთ მკვლელობებისა და ომის დასრულებასთან დაკავშირებული ყველა საკითხი. მოწვევისთვის მადლობელი ვარ“, – აცხადებს უკრაინის პრეზიდენტი.