ზელენსკი: ორბანს მაქსიმალურად გულახდილად ველაპარაკე

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ერთი წინადადებით აღწერა მისი საუბარი უნგრეთის პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანთან, რომელიც ეწინააღმდეგება ევროკავშირში გაწევრიანების საკითხზე უკრაინასთან მოლაპარაკების დაწყებას.
ზელენსკი ორბანს 10 დეკემბერს ესაუბრა ბუენოს-აირესში, სადაც არგენტინის ახალი პრეზიდენტის, ხავიერ მილეის ინაუგურაციას დაესწრენენ.
„უნგრეთის პრემიერ-მინისტრ ორბანს ველაპარაკე მაქსიმალურად გულახდილად, გასაგებია, რომ ჩვენს ევროპულ საქმეებზე“, – ამბობს პრეზიდენტი ზელენსკი უკრაინელებისადმი ვიდეომიმართვაში, რომელიც სოციალურ ქსელებში 11 დეკემბერს გამოქვეყნდა.
-უნგრეთის ურთიერთობები განსაკუთრებით დაიძაბა უკრაინაში რუსეთის არმიის ფართომასშტაბიანი შეჭრის შემდეგ. ევროკავშირის წევრი უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა ვიქტორ რუსეთთან კონტაქტები შეინარჩუნა და არაერთხელ განაცხადა, რომ ომში ვერ გაიმარჯვებს. ორბანმა რამდენჯერმე დაბლოკა უკრაინისთვის ევროკავშირის დახმარებაც.
2023 წლის ნოემბრის ბოლოს უნგრეთმა გამოაცხადა, რომ ეწინააღმდეგება ევროკავშირში გასაწევრიანებლად უკრაინასთან მოლაპარაკების დაწყებას.
2023 წლის 8 ნოემბერს, ევროკომისიამ ევროპულ საბჭოს მიმართა რეკომენდაციით, უკრაინასთან დაიწყოს მოლაპარაკება ევროკავშირში მისი მიღების საკითხზე. ევროკომისის რეკომენდაციები ეხება ევროპული ინტეგრაციის გზაზე მყოფ სხვა ქვეყნებსაც, მათ შორის საქართველოს.
ევროკავშირის შემდგომი გაფართოების საკითხი წევრი სახელმწიფოების ლიდერებმა უნდა განიხილონ ბრიუსელში, 14-15 დეკემბერს დაგეგმილ შეხვედრაზე. ამ პაკეტშია საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭებაც. უკრაინის საკითხისადმი უნგრეთის უარყოფითმა პოზიციამ შესაძლოა, საფრთხე შეუქმნას მთელ პაკეტს.

ასევე დაგაინტერესებთ

“ვიტყვი, რომ ორივე მხარე, ,,ოცნებაც” და “ნაცებიც” მამაჩემის სახელს წევენ ჩემს გასაშავებლად. მე ვარ ვარდენ, იგივე ვადო მაჭავარიანი, დაბადებული და გაზრდილი თბილისში, წარმოშობით კი სოფელ ჭორვილადან”

წილოსანი: ჩემ­თვის, ალ­ბათ, არ იქ­ნე­ბა მი­სა­ღე­ბი დე­ბა­ტებ­ში შეს­ვლა ასაკ­რძა­ლი პარ­ტი­ის წარ­მო­მად­გენ­ლებ­თან, ხელი მო­ვა­წე­რე ამ პარ­ტი­ე­ბის აკ­რძალ­ვას, მათ არ მი­ვიჩ­ნევ ლე­გი­ტი­მუ­რად