ზელენსკი ოდესაში შეხვდა ნატოს გენერალურ მდივანს

15 აპრილს უკრაინის პრეზიდენტმა მ ოდესაში სამუშაო შეხვედრა ჩაატარა ნატოს გენერალურ მდივან მარკ რიუტესთან.
ზელენსკიმ განაცხადა, რომ განხილვის მთავარი თემა იყო უკრაინისათვის საჰაერო თავდაცვის სისტემების, განსაკუთრებით „პატრიოტის“ სისტემების მიწოდების გადაუდებელი საჭიროება. “ჩვენ მზად ვართ, რესურსები შევკრიბოთ და მოვიძიოთ ფული მათ შესაძენად. ასეთი სისტემები ბევრ ქვეყანასა აქვს და მხოლოდ მსოფლიო ლიდერების გადასაწყვეტია, ექნება თუ არა ს საკმარისი დაცვა რუსული ბალისტიკური რაკეტებისგან”, – თქვა ზელენსკიმ.
შეხვედრის შემდეგ მარკ რიუტემ X-ზე დაწერა, რომ უკრაინელმა ხალხმა ბევრი რამ გადაიტანა, მათ შორის, ბზობის კვირას ს მხრიდან სუმიზე თავდასხმა. “NATO-ს მხარდაჭერა მტკიცეა. ჩვენ გავაგრძელებთ უკრაინის დახმარებას, რათა მან შეძლოს აწმყოში თავდაცვა და სამომავლო აგრესიის შეკავება” – დაწერა მარკ რიუტემ.
მარკ რიუტე და ვოლოდიმირ ზელენსკი ოდესის სამედიცინო დაწესებულებას ეწვივნენ და დაჭრილი ჯარისკაცები მოინახულეს. უკრაინის პრეზიდენტმა მათ მადლობა გადაუხადა ქვეყნის დაცვისთვის და მამაცობისთვის ორდენებით დააჯილდოვა.
ზელენსკისა და რიუტეს შეხვედრის მნიშვნელოვანი ნაწილი შეეხებოდა -რუსეთის მიმდინარე მოლაპარაკებებს.
“35 დღეა, პუტინი უგულებელყოფს ამერიკის წინადადებას ცეცხლის სრული შეწყვეტის შესახებ. რუსეთის ბოლო დარტყმები კრივოი-როგზე, სუმიზე და სხვა ქალაქებზე აჩვენებს, რომ რუსეთი აპირებს ომის გაგრძელებას და უფრო მეტ ზეწოლას ახორციელებს დასავლეთზე, ვიდრე თავად გრძნობს”, – განაცხადა პრეზიდენტმა ზელენსკიმ.
ფორუმი