ზელენსკი ნორვეგიაში იმყოფება, ახსენებს “ახალ ძლიერ შეთანხმებებს” აშშ-სთან

უკრაინის პრეზიდენტი ოსლოში იმყოფება, სადაც მოლაპარაკებას მართავს ნორვეგიის პრემიერ-მინისტრ იონას გარ სტიორესთან და ჩრდილოეთ ევროპის ქვეყნების სხვა ლიდერებთან, რათა გააძლიეროს მათი უკრაინისადმი მხარდაჭერა ს ძალებთან ომში.
ზელენსკი მონაწილეობას მიიღებს სამიტში, რომელზეც შეიკრიბებიან ჩრდილოეთ ევროპის ხუთი სახელმწიფოს: დანიის, ფინეთის, ისლანდიის, ნორვეგიის და შვედეთის ლიდერები. ეს სახელმწიფოები უკრაინის მთავარ დონორებს შორის არიან.
ზელენსკის ვიზიტის ფონია რუსეთის მხრიდან ს წინააღმდეგ 13 დეკემბრის დილას განხორციელებული კიდევ ერთი სარაკეტო თავდასხმა, რის შედეგადაც დაიჭრა ათობით ადამიანი, მათ შორის – ბავშვები.
ოსლოში ჩასვლამდე, ზელენსკიმ თავისი ქვეყნისთვის -ის მხარდაჭერის შესანარჩუნებლად ვაშინგტონში შეხვედრები გამართა აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენთან და ამერიკელ კანონმდებლებთან.
ზელენსკიმ ოსლოდან ტელეგრამით დაწერა, რომ ის და ბაიდენი იმუშავებენ უკრაინისთვის საჰაერო თავდაცვის სისტემების გასაძლიერებლად, რუსეთის შეტევების უფრო ეფექტიანად მოგერიების მიზნით. “ათი ბალისტიკური რაკეტა. ათივე ჩამოგდებულია! – წერს ზელენსკი უკრაინის საჰაერო თავდაცვის ძალების მხრიდან განადგურებულ რაკეტებზე და დასძენს, – გუშინ პრეზიდენტი ბაიდენი და მე შევთანხმდით, რომ ვიმუშავებთ ში საჰაერო თავდაცვის სისტემების რიცხვის გაზრდაზე. და ტერორისტულმა ქვეყანამ [რუსეთმა] დაადასტურა, რაოდენ მნიშვნელოვანია ეს გადაწყვეტილება”.