ზელენსკი: ნატოში გაწევრიანებამდე ქვეყანაში უცხოური ჯარების განლაგების საკითხს განვიხილავთ

უკრაინის პრეზიდენტმა, მ ორშაბათს, 9 დეკემბერს, ქვეყანაში უცხოური ჯარების განლაგების შესაძლებლობის შესახებ ისაუბრა. ზელენსკის თქმით, იქამდე, ვიდრე ნატოს სამხედრო ალიანსში გაწევრიანდება, ქვეყნის მთავრობა მზადაა განიხილოს უცხოური ჯარების უკრაინის ტერიტორიაზე განლაგების საკითხი.
მან ეს განცხადება კიევში, გერმანიის ოპოზიციის ლიდერ ფრიდრიხ მერცთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე, გააკეთა.
“სხვადასხვა ქვეყნიდან სამხედრო კონტინგენტი შეიძლება იმყოფებოდეს ში მანამ, სანამ ის ნატოს წევრი გახდება. მაგრამ ამისათვის ჩვენ მკაფიოდ უნდა ვიცოდეთ, როდის გახდება უკრაინა ევროკავშირის და ნატოს წევრი,” – განაცხადა ზელენსკიმ.
თებერვალში, დაახლოებით მსგავსი განცხადება გააკეთა საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა, როდესაც თქვა, რომ უკრაინაში უცხოეთის ჯარების გაგზავნას არ გამორიცხავდა, თუმცა იქვე დაამატა, რომ ეს არ იყო ევროკავშირის ერთობლვი გადაწყვეტილება და ამაზე კონსესუსი არ არსებობდა.
“მაშინაც კი, თუ ნატოში მიგვიწვევენ, რა მოხდება? ჩვენი უსაფრთხოების გარანტი ვინ იქნება? შეგვიძლია, რომ ემანულ მაკრონის წინადადება განვიხილოთ”, – თქვა ზელენსკიმ.
ზელენსკიმ ჟურნალისტებთან საუბრისას ასევე თქვა, რომ უახლოეს მომავალში ამერიკის პრეზიდენტ ჯო ბაიდენთან, სწორედ ნატოში გაწევრიანებიის საკითხზე საუბარს აპირებს, ვინაიდან ის ჯერ კიდევ ქვეყნის მოქმედი პრეზიდენტია და მასზე ბევრი რამაა დამოკიდებული.
უკვე დიდი ხანია მოითხოვს, რომ უკრაინამ უარი თქვას ნატოში გაწევრიანების სურვილზე, ვინაიდან ეს, მოსკოვის მტკიცებით, სთვის საფრთხეა.

ასევე დაგაინტერესებთ

ვოლოდიმირ ზელენსკი – გრძელი და არსებითი სატელეფონო საუბარი მქონდა სტივ უიტკოფთან და ჯარედ კუშნერთან – უკრაინა აპირებს ამერიკულ მხარესთან კეთილსინდისიერად მუშაობის გაგრძელებას, რათა მიაღწიოს მშვიდობას

სალომე ზურაბიშვილი – ყველა რეაქცია, რაც რეჟიმის ლიდერებისა და სუს-ის გამოძებისგან მოვისმინეთ, არის აბდაუბდა – საჭიროა, უცხოური ორგანიზაციები ჩაერთონ გამოძიებაში, რომ გავიგოთ ზუსტად, რა ქიმიური ნივთიერება იყო გამოყენებული