უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი გამოვიდა მოწოდებით უკრაინას უფრო სწრაფად მიეწოდოს არმიისთვის აუცილებელი შეიარაღება, აღმოსავლეთში რუსეთის მხრიდან უფრო და უფრო ინტენსიური შეტევის მოსაგერიებლად.
აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა 24 აპრილს მოაწერა ხელი უკრაინისთვის 61 მილიარდი დოლარის ოდენობის დახმარების პაკეტს – მას მერე, რაც ის იოლად დაამტკიცა აშშ-ის სენატმა.
29 აპრილს, ნატოს გენერალურ მდივანთან, იენს სტოლტენბერგთან ერთად კიევში გამართულ პრესკონფერენციაზე ზელენსკიმ თქვა, რომ იარაღის და საბრძოლო მასალების მცირე რაოდენობა უკვე ჩავიდა უკრაინაში, თუმცა გამოვიდა მოწოდებით, რომ პროცესი უნდა დაჩქარდეს – საიმისოდ, რომ ეფექტიანი იყოს. “დროული დახმარება ჩვენს არმიას. დღეს, ჯერჯერობით ამ საკითხზე ვერაფერ პოზიტიურს ვერ ვხედავ. მიწოდება არის, ის ნელი ტემპით დაიწყო, მაგრამ პროცესი უნდა დაჩქარდეს” – თქვა ზელენსკიმ.
პრესკონფერენციაზე სტოლტენბერგმა აღიარა, რომ დასავლელმა მოკავშირეებმა ჯეროვნად ვერ შეასრულეს სამხედრო დახმარების პირობა. “მხარდაჭერაში სერიოზული შეფერხებები ნიშნავდა სერიოზულ შედეგებს ბრძოლის ველზე” – თქვა ნატოს გენერალურმა მდივანმა.