ზელენსკი მოულოდნელი ვიზიტით გერმანიაში ჩავიდა

უკრაინის პრეზიდენტი, გერმანიაში მოულოდნელი, გამოუცხადებელი ვიზიტით ჩავიდა.
უცხოური მედია წერს, რომ უკრაინის პრეზიდენტი ვისბადენში გაემგზავრა, სადაც უკრაინის სამხედრო დახმარების შეერთებული შტატების შტაბია განთავსებული.
ამ დროისთვის, ვიზიტთან დაკავშირებით სხვა დეტალები უცნობია.
მანამდე, ევროპული საბჭოს გადაწყვეტილებამდე რამდენიმე საათით ადრე, უკრაინის პრეზიდენტმა ბრიუსელში, ევროპული საბჭოს სამიტის მონაწილე ევროკავშირის 27 ლიდერს ვიდეო ბმულით მიმართა.
იხილეთ ასევე:
· „დღეს ერთ რამეს გთხოვთ – არ უღალატოთ ხალხს და მათ რწმენას ევროპის მიმართ” | ზელენსკიმ EU-ს ლიდერებს მიმართა