ზელენსკი მოლაპარაკებებზე – “რუსებმა უკვე წამოიწყეს დეზინფორმაციის ახალი კამპანიები”

„პირისპირ ვიმსჯელეთ საკითხებზე, რომელთა ტელეფონით განხილვა არ შეიძლება”.
ფლორიდაში გამართულ მოლაპარაკებებზე -ის მხარის მიერ წამოჭრილ საკითხებზე ზელენსკის რუსტემ უმეროვმა და დელეგაციის სხვა წევრებმა მოახსენეს. ზელენსკი სოციალურ ქსელში ასე აჯამებს:
“მუშაობა ეფუძნებოდა ჟენევის დოკუმენტს და ეს დოკუმენტი დაზუსტდა”.
უკრაინის პრეზიდენტი მადლობას უხდის უკრაინის შეიარაღებული ძალების გენშტაბის უფროს ანდრიი ჰნატოვს “ფრონტზე არსებულ მიმდინარე ვითარებაზე ჩვენი ამერიკელი პარტნიორების შინაარსიანად ინფორმირებისთვის”.
ს განცხადებით, ფლორიდაში უკრაინის დაზვერვის სამსახურის წარმომადგენლების მონაწილეობით იმსჯელეს “ფრონტის ხაზზე სხვადასხვა ნაბიჯის განხორციელების შესაძლებლობაზე და ს მხრიდან დარტყმებისგან თავდაცვისა და ცეცხლის შეწყვეტის შემთხვევაში შეთანხმებების დარღვევის პრევენციის გამოწვევებზე”.
უკრაინის პრეზიდენტს ს დიპლომატიის ერთ-ერთ უმთავრეს ამოცანად მიაჩნია ის, რომ ში ომის დასრულებაზე გადაწყვეტილებების მიღებაში მონაწილეობდეს ევროპის ქვეყნებისა და „მსურველთა კოალიციის“ წევრი ყველა ქვეყანა.
-ში უკრაინის დელეგაციის ვიზიტისა და იქ მოლაპარაკებების მიმდინარეობის პარალელურად, უკრაინის პრეზიდენტი პარიზში იმყოფებოდა. სამშაბათს, 2 დეკემბერს, ზელენსკი ირლანდიას ეწვია.
სამშაბათს მოსკოვში დაგეგმილია აშშ-ის წარმომადგენელ სტივ უიტკოფის შეხვედრა ს პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან. უიტკოფი უკვე მოსკოვში იმყოფება.
2 დეკემბერს გამართულ შეხვედრაზე მ თავის გუნდს მიაწოდა აგრეთვე ინფორმაცია “ევროპის ლიდერებსა და სტივ უიტკოფთან ჩემს საუბრებზე, რომლებიც პარიზში შედგა. ჩვენ აღვნიშნეთ, რომ რუსებმა უკვე წამოიწყეს დეზინფორმაციის ახალი კამპანიები ამერიკულ მხარესთან მათი მომავალი შეხვედრების კონტექსტში”.
პრეზიდენტმა ზელენსკიმ გასცა მითითება “პრეზიდენტ ტრამპის გუნდთან, ისევე როგორც ევროპელ პარტნიორებთან, რაც შეიძლება კონსტრუქციული მუშაობის გაგრძელებაზე. უკრაინის დაზვერვა პარტნიორებს მიაწვდის თავის ხელთ არსებულ ინფორმაციას რუსეთის ნამდვილი ზრახვებისა და მის მიერ დიპლომატიური მოქმედებების საბურვლით სანქციების შესუსტებისა და ევროპის მნიშვნელოვანი კოლექტიური გადაწყვეტილებების ბლოკირების მცდელობის შესახებ”.
უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანი რუსტემ უმეროვი რჩება აშშ-სთან მუდმივ კონტაქტზე შემდგომი შეხვედრების განრიგის განსასაზღვრად.
ფორუმი