ზელენსკი: მოვითხოვთ, რუსეთი დათანხმდეს სრულ და უპირობო ცეცხლის შეწყვეტას 12 მაისიდან

“ჩვენ ხუთი დან ველაპარაკეთ მსოფლიოს 30-მდე ლიდერს ნატოდან და ევროკავშირიდან და შევთანხმდით იმაზე, რა არის საჭირო მშვიდობის მისაღწევად” – წერს უკრაინის პრეზიდენტი “მსურველთა კოალიციის” შეხვედრის დასრულების შემდეგ X-ზე.
ზელენსკი განმარტავს, რომ მოკავშირეებში არსებობს თანხმობა 30-დღიანი ცეცხლის შეწყვეტის ინიციატივის შესახებ. ამ იდეას მხარს უჭერენ როგორც უკრაინის პარტნიორები ევროკავშირში, ასევე ამერიკის შეერთებული შტატები.
ზელენსკის თქმით, ცეცხლის შეწყვეტა უნდა იყოს სრული და უპირობო ხმელეთზე, ცასა და ზღვაში. ნებისმიერი მცდელობა ს მხრიდან ცეცხლის 30-დღიანი შეწყვეტისთვის დააწესოს პირობები, ჩაითვლება ომის გაჭიანურების მცდელობად. ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის დაცვას ორივე მხრიდან მონიტორინგს გაუწევენ პარტნიორები შეერთებული შტატების კოორდინაციით.
“ამ პირობებით ცეცხლი უნდა შეწყდეს 30 დღის განმავლობაში, რათა დიპლომატიას რეალური შანსი მიეცეს. ამ დროის განმავლობაში, მუშაობა ფოკუსირებული იქნება მშვიდობის უსაფრთხოების, პოლიტიკური და ჰუმანიტარული საფუძვლების შემუშავებაზე.
თუ რუსეთი უარს იტყვის სრულ და უპირობო ცეცხლის შეწყვეტაზე, უნდა გავრცელდეს უფრო მკაცრი სანქციები მის ენერგეტიკულ (ნავთობი, ჩრდილოვანი ფლოტი, წიაღისეული საწვავი) და საბანკო სექტორებზე.
მზადების პროცესშია ევროკავშირის სანქციების მე-17 ძლიერი პაკეტი, რომელიც კოორდინირებული იქნება დიდი ბრიტანეთის, ნორვეგიისა და შეერთებული შტატების სანქციებთან.
შევთანხმდით, რომ გავაგრძელებთ მუშაობას გაყინული რუსული აქტივების ეფექტურად გამოყენებაზე – ეს საკითხი იქნება განხილული დიდი შვიდეულის შემდეგ სამიტზე.
ვთანხმდებით, რომ გავაგრძელებთ უკრაინის თავდაცვის, განსაკუთრებით უკრაინის არმიის გაძლიერებას. ეს გულისხმობს როგორც ჩვენი თავდაცვის მდგრადობის დაფინანსებას, ასევე ინვესტიციებს ში იარაღის საწარმოებლად” – ასეთია უკრაინის პრეზიდენტის თანახმად ის ძირითადი საკითხები, რაზეც დროებითი ზავის შესახებ არსებობს მზაობა და შეთანხმებული პოზიციები უკრაინასა და მის პარტნიორებს შორის.
რუსეთისთვის 30 დღით ცეცხლის შეწყვეტის პირობის ჩაგდების შემთხვევაში დამატებითი სანქციების გარდაუვლად დაწესების პერსპექტივაზე ისაუბრეს დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა და გერმანიის კანცლერმაც, რომლებიც კიევში იმყოფებაინ.
„დღეს ჩვენ აქ ყველა, ამერიკის შეერთებულ შტატებთან ერთად, პუტინს მივმართავთ. თუ ის სერიოზულად არის განწყობილი მშვიდობის მიმართ, მას აქვს შანსი, რომ ეს ახლავე დაამტკიცოს. ჩვენ უპირობო ცეცხლის შეწყვეტას მოვითხოვთ და თუ პუტინი უარს იტყვის, მაშინ ჩვენ პასუხს გავცემთ. პრეზიდენტ ტრამპთან და ყველა ჩვენს პარტნიორთან თანამშრომლობის შედეგად სანქციებს გავაძლიერებთ და უკრაინის სამხედრო დახმარებას გავზრდით, რათა რუსეთს მოლაპარაკებების მაგიდასთან დაბრუნება ვაიძულოთ.
ყველანი შევთანხმდით, პროცესის დასრულებამდე უკვე დაწესებული სანქციები არ მოიხსნება. ახლა კი ჩვენ ამ პროცესის დასაწყისში ვიმყოფებით“, – განაცხადა კირ სტარმერმა “მსურველთა კოალიციის” შეხვედრის დასრულების შემდეგ.
გერმანიის კანცლერმა არ გამორიცხა არც პუტინთან შეხვედრის პერსპექტივა თუკი ეს ომის დასრულებას შეუწყობს ხელს.
„მსურველთა კოალიცია“, რომლის შეხვედრაც კიევში დღეს გაიმართა, უკრაინის მხარდამჭერი ქვეყნების არაფორმალური გაერთიანებაა, რომლის წევრი სახელმწიფოებიც მზად არიან გადამწყვეტი ნაბიჯები გადადგან რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ, განსაკუთრებით უკრაინისთვის სამხედრო დახმარებითა და უსაფრთხოების გარანტიებით უზრუნველყოფის მიმართულებით.
ცეცხლის 30 დღით შეწყვეტის მოლაპარაკებების პასუხად რუსეთი ითხოვს ამ შემთხვევაში უკრაინისათვის შეიარაღების მიწოდებაც შეწყდეს; ამერიკის საელჩო უკრაინაში რუსეთის მხრიდან მოსალოდნელად მასშტაბურ თავდასხმებზე აფრთხილებს საკუთარ მოქალაქეებს, ამერიკის პრეზიდენტი კი როგორც უკრაინას, ისე რუსეთს ომის დასრულებისკენ მოუწოდებს.
ფორუმი