ზელენსკი მიანიშნებს “ინტენსიურ” მოლაპარაკებებზე ვაშინგტონთან

უკრაინის პრეზიდენტს, ს არ დაუდასტურებია, რომ მომავალ კვირაში -ის პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს შეხვდება – თუმცა თქვა, რომ შემდეგი კვირები შესაძლოა იყოს დიპლომატიის მხრივ “ძალიან ინტენსიური”.
ტრამპმა 7 თებერვალს თქვა, რომ სავარაუდოდ მომავალ კვირაში შეხვდება ზელენსკის. შეხვედრის ადგილი “შესაძლოა ვაშინგტონი იყოს”, თქვა ტრამპმა და დასძინა, რომ ის კიევში არ ჩავა.
ტრამპმა ასევე თქვა, რომ ის “ალბათ” მალე გამართავს საუბარს ს პრეზიდენტთან, ვლადიმირ პუტინთან – თუმცა თარიღი არ დაუკონკრეტებია. ზელენსკი ამბობს, რომ მნიშვნელოვანია ჯერ მისი და ტრამპის პირისპირ შეხვედრა გაიმართოს, სანამ აშშ-ის პრეზიდენტი პუტინთან გამართავს შეხვედრას.
“შემდგომი კვირები შესაძლოა ძალიან ინტენსიური იყოს დიპლომატიის მხრივ და ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ საიმისოდ, რომ ეს პერიოდი იყოს ეფექტიანი და პროდუქტიული. ჩვენ ყოველთვის ვაფასებთ პრეზიდენტ ტრამპთან მუშაობას” – თქვა ზელენსკიმ ტრამპის განცხადების შემდეგ.
“ჩვენ ასევე ვგეგმავთ შეხვედრებს და მოლაპარაკებებს ჯგუფების დონეზე. ამჟამად უკრაინის და ამერიკის ჯგუფები დეტალებზე მუშაობენ. მყარი, სიცოცხლისუნარიანი მშვიდობა უფრო მოგვიახლოვდება” – ამბობს უკრაინის პრეზიდენტი.
მანამდე, თეთრ სახლში გაკეთებულ განცხადებებში აშშ-ის პრეზიდენტმა გაიმეორა, რომ დაინტერესებულია უკრაინისთვის სამხედრო დახმარების გაგრძელებაში, უკრაინის წიაღისეულზე წვდომის მისაღებად.
“ერთ-ერთი რამ, რაზეც პრეზიდენტ ზელენსკისთან ვმუშაობთ, არის უსაფრთხოება მათ სიმდიდრესთან მიმართებით. მათ მიწისქვეშ აქვთ სიმდიდრე, იშვიათი წიაღისეული და სხვა რაღაცეები, თუმცა ძირითადად იშვიათი წიაღისეული” – თქვა ტრამპმა.
ტრამპმა 7 თებერვალს თქვა, რომ აშშ-ს სურს თავისი დახმარების სანაცვლოდ მიიღოს “იმავე მოცულობის რაღაც”.
ოთხ ათეულზე მეტი მინერალი, მათ შორის იშვიათი წიაღისეულის რამდენიმე ტიპი, ნიკელი და ლითიუმი ძალიან მნიშვნელოვანია აშშ-ის ეკონომიკისთვის და ეროვნული თავდაცვისთვის. ს დიდი რაოდენობით მოეპოვება ურანი, ლითიუმი და ტიტანი.
ზელენსკი, სავარაუდოდ, ამ საკითხებს მოკავშირეებთანაც განიხილავს მომავალ კვირაში, მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე.
უკრაინისა და რუსეთის საკითხებში ტრამპის საგანგებო წარმომადგენელი, კით კელოგი ადასტურებს, რომ კონფერენციაში მონაწილეობას მიიღებს, თუმცა უარყოფს ცნობას, რომ ის მიუნხენში ილაპარაკებს ტრამპის გეგმაზე უკრაინაში ომის დასასრულებლად. მიუნხენის კონფერენცია 14 თებერვალს დაიწყება.
ზელენსკის ოფისის ხელმძღვანელი, ანდრი იერმაკი ამბობს, რომ კელოგს ელაპარაკა ფრონტზე არსებულ ვითარებაზე, უკრაინელი სამოქალაქო პირების უსაფრთხოებაზე და მიუნხენში დაგეგმილ შეხვედრებზე. იერმაკის თქმით, უკრაინა მოუთმენლად ელის კელოგის ვიზიტსაც, რომელიც მიმდინარე თვეში უნდა გაიმართოს.
ფორუმი

ასევე დაგაინტერესებთ

მეუფე შიო – როდესაც კვლავ დიდი გამოწვევების წინაშე ვდგავართ და ვიხსენებთ წმინდა დავით მეფის ღვაწლს, გვმართებს დაფიქრება, რომ ქვეყნის გადარჩენის საწინდარი მხოლოდ დავითის გზის ერთგულებაშია