ზელენსკი: მზად ვარ პუტინთან ნებისმიერ ფორმატში შეხვედრისთვის

„ბატონო პრეზიდენტო, რა იგრძენით, როცა პრეზიდენტმა ტრამპმა განაცხადა, რომ პუტინს სურს იხილოს წარმატებული ?“ – ეს იყო ერთ-ერთი ჟურნალისტის შეკითხვა, რომელსაც 30 დეკემბერს უკრაინის პრეზიდენტმა უპასუხა:
„პირველი – პუტინის არავის სჯერა. არ ვიცი, რა უთხრა მან პრეზიდენტ ტრამპს. შეიძლება, ასეთი სიტყვები უთხრა, მაგრამ ამ სიტყვების მიმართ ნდობა არის ნული. თუკი ის წარმატებას უძახის იმას, რაც ჩაიდინა ბახმუტში, ვოლჩანსკში, ჩასივ იარში, რასაც ახლა სჩადის პოკროვსკში, დაე, ასეთი წარმატება თავისთან რუსეთში აშენონ“.
უახლოეს მომავალში, 3 იანვარს ში გაიმართება „მსურველთა კოალიციის“ შეხვედრა ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში მრჩევლების დონეზე, 6 იანვარს კი საფრანგეთი უმასპინძლებს „მსურველთა კოალიციის“ სამიტს.
სამშაბათს უკრაინის პრეზიდენტმა ჟურნალისტების მიერ WhatsApp-ზე გაგზავნილ შეკითხვებზე პასუხისას აღნიშნა, რომ, რუსების მხრიდან უკრაინა--ს მოლაპარაკებების ჩაშლის შუალედური მცდელობების მიუხედავად, ყოველდღიური მუშაობა პარტნიორებთან გრძელდება და 30 დეკემბერსაც შედგა რამდენიმე სატელეფონო საუბარი, მათ შორის რუსტემ უმეროვისა და სტივ უიტკოფის. თავად პრეზიდენტი ზელენსკი 3 და 6 იანვარს დაგეგმილი შეხვედრების შესახებ ესაუბრა რამდენიმე ევროპელ ლიდერს. ამას 7 იანვარს მოჰყვება უსაფრთხოების მრჩევლებს შორის კიდევ ერთი შეხვედრა და დაიწყება მზადება ევროპის, -ისა და უკრაინის ლიდერების შეხვედრის მოსამზადებლად.
სამშაბათს გაგზავნილი შეკითხვების ნაწილი შეეხებოდა უკრაინის უსაფრთხოების გარანტიებს. მ განმარტა, რომ ამ საკითხზე მუშაობა მიმდინარეობს ეტაპობრივად:
„ჩვენთვის უპირველესი არის ის, რომ ცეცხლის შეწყვეტასთან ერთად ამოქმედდეს მონიტორინგის მისია. მონიტორინგის მისია ჩვენი პარტნიორების ხელმძღვანელობის ქვეშ იქნება, რომლებსაც ვენდობით და არა მხოლოდ იმიტომ ვენდობით, რომ ჩვენი პარტნიორები არიან. მათ შეუძლიათ ამის ტექნიკურად შესრულება. მათ აქვთ თანამგზავრი, აქვთ ინფრასტრუქტურა, აქვთ ამისთვის საჭირო დრონების ინფრასტრუქტურა.
რაც შეეხება იმას, როგორ მოხდეს რეაგირება [დარღვევაზე – რთ] – ეს უსაფრთხოების გარანტიების უკვე მეორე ნაწილია, სადაც პუნქტებად იქნება გაწერილი, როგორ ირეაგირებენ ჩვენი პარტნიორები ცეცხლის შეწყვეტის დარღვევაზე“.
უკრაინის პრეზიდენტი აცხადებს, რომ ომის დასრულებაზე ძირითადი – 20-პუნქტიანი შეთანხმების საბოლოო ხელმომწერად ოთხ მხარეს განიხილავს. ესენია: უკრაინა, აშშ, და ევროპა. საბოლოო შეთანხმების მიღწევამდე ის ბუნებრივად ხედავს მხარეთა მოლაპარაკებებს რუსეთთან:
„უნდა ელაპარაკონ თუ არა ევროპელები პუტინს? ჩვენ გვაქვს ომის დასრულებაზე ძირითადი შეთანხმების 20 პუნქტი – იქ ვხედავთ ხელმომწერ ოთხ მხარეს. ესენია: უკრაინა, აშშ, და ევროპა. ამიტომ, ხელის მოწერამდე, ცხადია, ადამიანები იმსჯელებენ შეთანხმების ზოგიერთ დეტალზე“.
უკრაინის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ მიმდინარეობს მუშაობა უსაფრთხოების ორმხრივ გარანტიებზეც:
„რაც შეეხება უსაფრთხოების სხვა გარანტიებს, არის უსაფრთხოების ორმხრივი გარანტიები – უკრაინა-აშშ-ის. იურიდიულად სავალდებულო – ამაზე ვისაუბრეთ, ნატოს მე-5 მუხლის ანალოგზე. ლაპარაკია აგრეთვე უსაფრთხოების გარანტიების ორმხრივ შეთანხმებებზე ჩვენს პარტნიორებთან, რომლებიც გაერთიანებული არიან „მსურველთა კოალიციის“ ფორმატში“.
ერთ-ერთი შეკითხვა შეეხებოდა პოლონეთის პრემიერმინისტრ დონალდ ტუსკის განცხადებას – რომ აშშ მზად არის განალაგოს თავისი ჯარი უკრაინა-რუსეთის დაშორიშორების ხაზზე ან საზღვარზე. ზელენსკის პასუხი:
„ამისი დადასტურება შეუძლია აშშ-ის პრეზიდენტს. ეს აშშ-ის ჯარებია. ამიტომ, სწორედ ამერიკა იღებს ასეთ გადაწყვეტილებებს. ცხადია, პრეზიდენტ ტრამპთან და „მსურველთა კოალიციის“ წარმომადგენლებთან ამაზე ვმსჯელობთ. ჩვენ ამას ვისურვებდით. ეს იქნებოდა ძლიერი პოზიცია უსაფრთხოების გარანტიებში“.
რაც შეეხება მოსკოვის ბრალდებას – უკრაინის მიერ რუსეთის პრეზიდენტის ვალდაის რეზიდენციაზე თავდასხმის შესახებ და ამ დაუდასტურებელ განცხადებაზე ზოგიერთი იმ სახელმწიფოს გამოხმაურებას, რომელთაც ომის მიმდინარეობისას არასდროს გამოუხატავთ შეშფოთება უკრაინის პრეზიდენტის ოფისზე რუსეთის მიერ მიტანილ იერიშებზე, უკრაინის პრეზიდენტი აცხადებს:
„პუტინის ვალდაის რეზიდენციაზე დარტყმები არის სიყალბე, არავის იქ დარტყმა არ განუხორციელებია. უკავშირდება თუ არა ეს სანქციებს? შესაძლოა, ცოტათი უკავშირდებოდეს, თუმცა, ჩემი აზრით, ეს უფრო იმას უკავშირდება, რომ ერთი თვის განმავლობაში მიმდინარეობდა ჩვენი გუნდების საკმაოდ წარმატებული საუბარი და შეხვედრები, რომლის ფინალიც იყო ჩვენი შეხვედრა პრეზიდენტ ტრამპთან“.
მ აღნიშნა, რომ თითქმის ოთხი წლის განმავლობაში რუსეთის სამიზნე არაერთხელ ყოფილა უკრაინის დედაქალაქში მდებარე სამთავრობო კვარტალი და ის მუდმივად ბომბავს უკრაინის მშვიდობიან მოსახლეობას, საბავშვო ბაღებს, ინფრასტრუქტურას:
„სად არიან სამხედროები? საბავშვო ბაღებში? აღარ მინდა ამისი გამეორება. იცით, გულწრფელად რომ გითხრათ, გაუგებრობას და უსიამოვნო განცდებს იწვევს, როცა ინდოეთი, საამიროები, კიდევ რამდენიმე სახელმწიფო გმობს თითქოსდა პუტინის რეზიდენციაზე დრონებით განხორციელებულ დარტყმებს, რომლებიც არ ყოფილა. ისე, რატომ არ ისმოდა მათი შეშფოთება მთელი ამ ხნის განმავლობაში ჩვენს ბავშვებს რომ ესროდნენ, ხალხს რომ ხოცავდნენ? რაღაც არ მესმის არც ინდოეთისგან და არც საამიროებისგან“.
პრეზიდენტ ზელენსკის სიტყვებით, „ვალდაიზე თავდასხმის“ საკითხზე უკრაინის მომლაპარაკებელთ ჯგუფი უკვე დაუკავშირდა ამერიკულ ჯგუფს:
„მათ განიხილეს დეტალები. და ჩვენ გვესმის, რომ ეს სიყალბეა. ცხადია, ჩვენს პარტნიორებს, თავიანთი ტექნიკური შესაძლებლობების წყალობით, ყოველთვის შეუძლიათ შემოწმება, რომ ეს სიყალბეა“.
უკრაინის პრეზიდენტი ფიქრობს, რომ იანვრის დასაწყისში ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში მრჩევლების დონეზე შეხვედრისა და შემდეგ ევროპის ლიდერთა შეხვედრის შემდეგ, რეალისტურია ევროპის, აშშ-ისა და უკრაინის ლიდერების შეხვედრა და იანვრის ბოლომდე ზოგიერთი დოკუმენტი მზად იქნება ხელმოსაწერად. საკუთრივ ხელმოწერა „მხარეთა შესაძლებლობებსა და სურვილებზე იქნება დამოკიდებული“. ზელენსკი აღნიშნავს, რომ „რუსებთან შეხვედრის საკითხი“ უკრაინელებმა დააყენეს:
„ვთქვი და ახლა კვლავ ვადასტურებ: მე ვუთხარი პრეზიდენტ ტრამპს, ევროპის ლიდერებს, რომ მზად ვარ პუტინთან შესახვედრად, ნებისმიერ ფორმატში. არ მეშინია ჩვენი რაიმე ფორმატში შეხვედრის. მთავარია, რუსებს არ ეშინოდეთ“.
30 დეკემბრის კითხვა-პასუხის დასასრულ, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის ვინაობაზე გადაწყვეტილება მიღებული აქვს და “ინფორმაცია ოდნავ მოგვიანებით იქნება”. მომავალი წლის დასაწყისშივე ცნობილი გახდება საოლქო ადმინისტრაციების ახალი ხელმძღვანელების ვინაობაც.
ფორუმი