ზელენსკი მართავს შეხვედრებს კონგრესში და მოლაპარაკებებს ბაიდენთან

აშშ-ის პრეზიდენტი სამშაბათს თეთრ სახლში მასპინძლობს უკრაინის პრეზიდენტ ს. ყურადღების ცენტრშია მიმდინარე ბრძოლა ს აგრესიის წინააღმდეგ და ვაშინგტონის მხრიდან კიევის დახმარების გაგრძელება.
12 დეკემბერს დილით ზელენსკი, რომელიც მეორე დღეა იმყოფება ვიზიტით აშშ-ში, სენატორების წინაშე გამოვიდა. მოგვიანებით ის აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერს, მაიკ ჯონსონს შეხვდება.
დღის მეორე ნახევარში დაგეგმილია ბაიდენისა და ზელენსკის ერთობლივი პრესკონფერენცია.
წინა კვირაში რესპუბლიკელმა სენატორებმა დაბლოკეს თეთრი სახლის მოთხოვნა, 106 მილიარდი დოლარი გამოყონ უკრაინისა და ისრაელისთვის საგანგებო დახმარების სახით. ბაიდენის ადმინისტრაციამ 4 დეკემბერს განაცხადა, რომ წლის ბოლოსთვის მთავრობას აღარ ექნება სახსრები უკრაინისთვის იარაღის მისაწოდებლად. კონსერვატორების თქმით, ისინი უარს იტყვიან დახმარების ამ პაკეტის დამტკიცებაზე, თუკი დემოკრატები და თეთრი სახლი არ დათანხმდებიან მასშტაბურ რეფორმებს იმიგრაციის სფეროში.
ამერიკის მედიის ცნობით, გავლენიანმა რესპუბლიკელმა სენატორმა ჯეიმს ლენკფორდმა ორშაბათს განაცხადა, რომ მიმდინარე კვირის ბოლომდე შეთანხმების მიღწევა, როგორც ჩანს, ვერ მოხერხდება. არადა კონგრესის არდადეგებამდე სამი დღე რჩება.
ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში თეთრი სახლის მრჩეველმა ჯეიკ სალივანმა ორშაბათს განაცხადა, რომ უკრაინისთვის ფინანსურ დახმარებაზე უარის თქმა შეასუსტებს მის თავდაცვისუნარიანობას. Wall Street Journal-ის ფორუმზე გამოსვლისას სალივანმა თქვა, რომ თუკი დახმარება შეწყდება, ეს ს ხელს შეუშლის იმაში, რომ შეინარჩუნოს ტერიტორიები, მით უმეტეს გაუჭირდება რუსეთის მიერ ხელში ჩაგდებული მიწების დაბრუნება.
Reuters/Ipsos-ის გამოკითხვის თანახმად, ამერიკელთა 41% მხარს უჭერს უკრაინისთვის იარაღის მიწოდებას, 32% წინააღმდეგია, დანარჩენებს გაუჭირდათ პასუხის გაცემა.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კუპრაძე – თსუ-ის მარშზე არ ვიყავით წარმოდგენილი, აქციის მთავარი პოლიტიკური მოთხოვნიდან გამომდინარე, რაც ბოიკოტის მხარდაჭერას გულისხმობს – მონაწილეები ვიყავით და ვიქნებით ყველა ტიპის ქუჩის პროტესტში

ინფრასტრუქტურის მინისტრი ჯუთამდე მისასვლელ გზაზე – დეტალური საინჟინრო კვლევები და დაკვირვებითი სამუშაოები მიმდინარეობს, შედეგებზე დაყრდნობით მეწყრისგან დაცვის კონკრეტული ღონისძიებები დაიგეგმება