ზელენსკი: ლუკაშენკომ ბოდიში მომიხადა, ბელარუსიდან რაკეტები პუტინმა გაუშვაო

უკრაინის პრეზიდენტის ს თქმით, ს მიერ ში სრულმასშტაბიანი ომის დაწყებიდან მალევე, პირველივე დღეებში, ტელეფონით ესაუბრა ბელარუსის პრეზიდენტს ალექსანდრ ლუკაშენკოს, რომელმაც თავისი ქვეყნის ტერიტორიიდან რუსული რაკეტებით დარტყმის გამო ბოდიში მოუხადა და საპასუხოდ ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე დარტყმა შესთავაზა.
“რამდენიმე დღეში, ომის დაწყების პირველივე დღეებში, მე ვესაუბრე ლუკაშენკოს ტელეფონით და მან ბოდიში მოიხადა. მან თქვა: “ეს მე არ ვყოფილვარ, ჩემი ტერიტორიიდან გაუშვეს რაკეტები და ისინი გაუშვა პუტინმა”. ეს მისი სიტყვებია, მე მყავს მოწმეები. მან მე მითხრა: “დამიჯერე, ვოლოდია, ეს მე არ ვარ. მე არ ვაკონტროლებ, ეს უბრალოდ რაკეტებია, ეს პუტინია…
მე მას ვუთხარი, რომ ის ისეთივე მკვლელია. ის კი მეუბნებოდა: “გამიგე, არ შეიძლება რუსებთან ბრძოლა”. მე მას ვუთხარი: “ჩვენ არასდროს ვებრძოდით. რაკეტები მოფრინდა შენი მიწიდან, ბელარუსიდან, როგორ დაუშვი?”. მან თქვა, “კარგი, მიდი, გვიპასუხე”. ახლაც მახსოვს, მითხრა: “დაარტყი ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას, ხომ იცი, რამდენად ბევრს ნიშნავს ის ჩემთვის… მოზირსკის ქარხანა. მე ვუთხარი: “რას ამბობ? რა პასუხი?”, – გაიხსენა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.