ზელენსკი ლონდონში ხვდება სტარმერს, მაკრონსა და მერცს

უკრაინის პრეზიდენტი , დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი კირ სტარმერი, საფრანგეთის პრეზიდენტი და გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი ლონდონში, დაუნინგ სტრიტ 10-ში, შეიკრიბნენ ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის რეზიდენციაში.
შეხვედრის მთავარი თემაა შედეგები სამდღიანი მოლაპარაკებებისა, რომელიც კიევმა ფლორიდაში გამართა -ის პრეზიდენტ ს წარმომადგენლებთან და რომელიც ში ომის დასრულების პირობებს ეხებოდა.
ზელენსკიმ ადრეც განაცხადა, რომ საკვანძო საკითხზე – დონბასზე – კომპრომისი არ იქნა მიღწეული. ტრამპმა თქვა, რომ ამით „იმედგაცრუებულია“.
„ორშაბათს გავემგზავრები ლონდონში, რომ შევხვდე უკრაინის პრეზიდენტს, ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრსა და გერმანიის კანცლერს, ვითარებისა და -ის მედიაციის ჩარჩოში მიმდინარე მოლაპარაკებების შესაფასებლად. ს შეუძლია ჰქონდეს ჩვენი განუხრელი მხარდაჭერის იმედი. სწორედ ეს არის „მსურველთა კოალიციის“ ფარგლებში გაწეული ძალისხმევის მიზანი“, – წერს პლატფორმა X-ზე საფრანგეთის პრეზიდენტი და აღნიშნავს, რომ ევროპელები ამერიკელებთან ერთად გააგრძელებენ ძალისხმევას უსაფრთხოების გარანტიებით უკრაინის უზრუნველსაყოფად. მაკრონის განცხადებით, ამგვარი გარანტიების გარეშე შეუძლებელი იქნება მყარი და ხანგრძლივი მშვიდობის მიღწევა და რომ საჭიროა რუსეთზე ზეწოლის გაგრძელება მისი მშვიდობისკენ იძულებისთვის – „ის, რაც ახლა სასწორზე დევს უკრაინაში, არის აგრეთვე მთელი ევროპის უსაფრთხოება“.
ფორუმი

ასევე დაგაინტერესებთ