ზელენსკი კრემლზე დარტყმების მიტანაზე: სამწუხაროა, რომ ამის გაკეთება არ შეგვიძლია

უკრაინის პრეზიდენტის ს განცხადებით, მისთვის სამწუხაროა, რომ კრემლზე შეტევა არ შეუძლია. UNIAN-ის ცნობით, ამის შესახებ ზელენსკიმ იტალიაში, საერთაშორისო ფორუმ „ამბროზეტიზე“ გამოსვლისას განაცხადა.

„როდესაც ჩვენ ვამბობთ, რომ მაგალითად იტალიას, ან სხვა რომელიმე ქვეყანას ეშინია, რომ კრემლს დავარტყამთ, ვწუხვარ, რომ ამის გაკეთება არ შეგვიძლია. შორი დისტანციის იარაღი, რომელიც თქვენ და თქვენს პარტნიორებს გაქვთ, დაახლოებით 200 კილომეტრის დისტანციაზე ისვრის. მაშასადამე, თქვენმა მწარმოებლებმა უნდა სცადონ, რომ დისტანცია გაზარდონ. ალბათ გესმით, რომ ვხუმრობ“, – აღნიშნა ზელენსკიმ.

თუმცა, ზელენსკიმ აქვე დასძინა, რომ სინამდვილეში, ეს სერიოზული საკითხია, რადგან ყოველდღიურად, 4 ათასზე ბომბს იყენებს უკრაინის ტერიტორიებზე შეტევებისთვის.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი ზარქუა სალომე სამადაშვილს – სალო, რა შეიცვალა? იგივეა ცესკო, მმართველი პარტიაც ჩვენ ვართ, ირაკლი კობახიძეა პრემიერ-მინისტრი – რატომ იღებ მონაწილეობას ადგილობრივ არჩევნებში? რის იმედად? – საერთოდ რომ არ გაქრეთ?