უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი კიევში ნიდერლანდების საგარეო საქმეთა მინისტრ ჰანკე ბრუის სლოტს შეხვდა. ამის შესახებ პრეზიდენტმა სოციალურ ქსელ X-ზე დაწერა. შეხვედრაზე განიხილეს
ალტერნატიული საზღვაო საექსპორტო დერეფნის ფუნქციონირება და უკრაინის ევროკავშირში ინტეგრაცია.
“დღეს ნიდერლანდების საგარეო საქმეთა მინისტრს ვმასპინძლობდი. ჩვენ ფოკუსირებული ვიყავით წინა ხაზზე განვითარებულ მოვლენებზე, ჩვენი დამცველების საჭიროებებსა და ჩვენი F-16 პილოტების მომზადებაზე. ასევე განვიხილეთ ჩვენი ალტერნატიული საზღვაო საექსპორტო დერეფნის ფუნქციონირება და მისი უსაფრთხოების გაძლიერების გზები, ასევე მშვიდობის ფორმულა და უკრაინის ევროკავშირში ინტეგრაცია. მადლობელი ვარ ნიდერლანდების უკრაინის მტკიცე მხარდაჭერისთვის!” – წერს ზელენსკი.
Today, I hosted Dutch Foreign Minister @HankeBruinsSlot in Kyiv for a substantive meeting.
We focused on frontline developments, the needs of our defenders, and the training of our F-16 pilots. We also discussed the operation of our alternative maritime export corridor and ways… pic.twitter.com/Gi78jRDALd— Volodymyr Zelenskyy / Володимир Зеленський (@ZelenskyyUa) December 5, 2023