ზელენსკი: ის ლოცულობდა უკრაინისა და უკრაინელი ხალხის მშვიდობისთვის. ვგლოვობთ ყველა კოთილიკესა და ქრისტიანთან ერთად, რომლებიც ფრანცისკესთან სულიერ მხარდაჭერას ეძებდნენ

პაპი ფრანცისკეს გარდაცვალებას უკრაინის პრეზიდენტი სოცალურ ქსელ X-ში გამოქვეყნებული პოსტით გამოეხმაურა.

“მილიონობით ადამიანი მსოფლიოს გარშემო გლოვობს პაპი ფრანცისკის ტრაგიკულ გარდაცვალებას. მან ცხოვრება დაუთმო ღმერთს, ხალხს და ეკლესიას.

მან იცოდა, როგორ მოგცეს იმედი, შეამსუბუქოს ტანჯვა და ხელი შეუწყოს ერთობას. ის ლოცულობდა უკრაინისა და უკრაინელი ხალხის მშვიდობისთვის. ვგლოვობთ ყველა კოთილიკესა და ქრისტიანთან ერთად, რომლებიც ფრანცისკესთან სულიერ მხარდაჭერას ეძებდნენ. მარადიული ხსოვნა”! – წერს სოციალურ ქსელში უკრაინის პრეზიდენტი.

ცნობისათვის, აღდგომის დღესასწაულზე გამოჩნდა. Sky News-ის ცნობით, ფრანცისკე წმინდა პეტრეს ბაზილიკის შესასვლელთან აივანზე გაიყვანეს, შემდეგ კი ვატიკანში შეკრებულ მორწმუნეებთან მიიყვანეს.
რომის პაპმა შეკრებილებს უთხრა: “ძმებო და დებო, გილოცავთ აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს”, ამის შემდეგ კი მისი მიმართვა მისმა თანაშემწემ წაიკითხა.
ფრანცისკემ საკუთარ მიმართვაში უკრაინაც ახსენა.
დაე, აღმდგარმა ქრისტემ ომისგან განადგურებულ უკრაინას სააღდგომო მშვიდობიანი საჩუქარი მოუტანოს და ყველა ჩართული მხარე წაახალისოს, შთააგონოს თითოეულ მათგანს, გააგრძელონ ძალისხმევა სამართლიანი და ხანგრძლივი მშვიდობის მისაღწევად, – ნათქვამია ს მიმართვაში.

21 აპრილს პაპი ფრანცისკე 88 წლის ასაკში გარდაიცვალა.

ასევე დაგაინტერესებთ

ნიკა გვარამია – ყველა წამყვანი პოლიტიკური ლიდერი განსასჯელის სკამზეა, არავინ ვიცით რაში გვედება ბრალი – დავაყენებთ შუამდგომლობას სხდომის გახსნაზე, იმედია, მოსამართლეს ირაციონალური ბრაზი გადაუვლის

ევროკავშირმა რუსეთში პოლიტიკურად მოტივირებულ სასამართლოებში მონაწილეობის გამო მოსამართლეებს, პროკურორს, გამომძიებელს, ასევე, სასჯელაღსრულების კოლონიებისა და იზოლატორების ხელმძღვანელებს სანქციები დაუწესა