ზელენსკი ისლანდიაშია “გამარჯვების გეგმის” განსახილველად

უკრაინის პრეზიდენტი, ისლანდიაში ჩავიდა სამიტზე, რომელშიც მონაწილეობენ ჩრდილოეთ ევროპის სახელმწიფოთა ლიდერები.
ზელენსკიმ 28 ოქტომბერს ტელეგრამზე განაცხადა, რომ ისლანდიაში მონაწილეობას მიიღებს უკრაინისა და ჩრდილოეთ ევროპის მეოთხე სამიტში და ორმხრივ მოლაპარაკებებს გამართავს ისლანდიის, დანიის, ნორგვეგიის, ფინეთის და შვედეთის პრემიერ-მინისტრებთან. უკრაინის პრეზიდენტი ასევე აპირებს შეხვდეს ისლანდიის პრეზიდენტს და პარლამენტის წევრებს.
“ჩვენი მოლაპარაკების მთავარი საგანი იქნება ‘გამარჯვების გეგმის’ მხარდაჭერა და ის სფეროები, სადაც ჩვენს თანამშრომლობას მაქსიმალური ნაყოფის გამოღება შეუძლია: უკრაინის იარაღის წარმოების და გრძელი რადიუსის შესაძლებლობების დაფინანსება, ზამთრისთვის მზადება, საზღვაო უსაფრთხოება, ს ჩრდილოვანი საზღვაო ხომალდების შეზღუდვა, თავდაცვის მხარდაჭერა, უკრაინელი სამხედროების წვრთნა და შეიარაღება” – ამბობს ზელენსკი.
ს პარლამენტმა აპრილში მიიღო რეზოლუცია, რომელიც ითვალისწინებს უკრაინის მხარდაჭერას 2028 წლამდე – უკრაინის დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტის, სამოქალაქო მოსახლეობის უსაფრთხოების მხარდაჭერას, ჰუმანიტარულ დახმარებას და აღმშენებლობას. ამასთან, ისლანდიამ 2 მილიონი ევრო გამოყო ჩეხეთის ინიციატივისთვის უკრაინისთვის შესყიდული იყოს საარტილერიო ჭურვები.