ზელენსკი: ისეთი მძლავრი საჰაერო თავდაცვის სისტემა, როგორიც პუტინის აგარაკებთანაა, რუსეთის ჩვეულებრივ ქალაქებში არაა

მ იცის, სად მდებარეობს რუსული საჰაერო თავდაცვის სისტემები, ისეთი მძლავრი საჰაერო თავდაცვის სისტემა, როგორიც პუტინის აგარაკებთანაა, ს ჩვეულებრივ ქალაქებში არაა” – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა განაცხადა.
მ ინდურ მედიასთან ინტერვიუში თქვა, რომ საჰაერო თავდაცვა ჩვეულებრივ ქალაქებში, როგორიცაა მაგალითად კურსკი, განლაგებული არ არის.
“პუტინი ჩვენს ოკუპაციას ახდენს და თავის ტერიტორიაზე არ ფიქრობს. ჩვენ ვიცით საჰაერო თავდაცვის სისტემების შესახებ რუსეთში, ჩვენ ვურტყამთ მათ ენერგეტიკულ სექტორს, მათ სამხედრო აეროდრომებს. ჩვენ ვიცით, სად აქვთ საჰაერო თავდაცვა და სად არა. იცოდეთ, არის საჰაერო თავდაცვა პუტინის აგარაკის გარშემო, მოსკოვის ირგვლივ, სანქტ-პეტერბურგში, მაგრამ არ არის საჰაერო თავდაცვა ჩვეულებრივ ქალაქებსა და ქალაქებში, კურსკის რეგიონში, სადაც ჩვენ სწრაფად წავედით წინ. დიახ, მათ იქ ჰყავთ თავიანთი სამხედროები, მაგრამ არ აქვთ ისეთი ძლიერი საჰაერო თავდაცვა, როგორიც პუტინის სახლის ირგვლივ,”- განაცხადა ზელენსკიმ.

ასევე დაგაინტერესებთ