ზელენსკი იმყოფებოდა ამერიკულ ქარხანაში, რომელიც უკრაინისთვის ჭურვებს აწარმოებს

უკრაინის პრეზიდენტმა -ში ვიზიტი დაიწყო პენსილვანიის შტატში მდებარე ქარხანაში სტუმრობით. ქალაქ სკრენტონში მდებარე ქარხანა უკრაინის არმიისთვის 155-მილიმეტრიან საარტილერიო ჭურვებს აწარმოებს.
ზელენსკიმ ქარხნის თანამშრომლებს მადლობა გადაუხადა, რომ ს თავისუფლებისთვის ბრძოლაში ეხმარებიან.
სკრენტონის ქარხანაში სტუმრობის შემდეგ უკრაინის პრეზიდენტმა სოციალურ ქსელ X-ში, ოფიციალურ გვერდზე დაწერა, რომ ქარხანა წარმოებას გაზრდის.
პენტაგონის ოფიციალური მონაცემებით, უკრაინაში ს ფართომასშტაბიანი შეჭრის შემდეგ, 2022 წლის 24 თებერვლიდან 2024 წლის სექტემბრის დასაწყისამდე ამერიკის შეერთებულმა შტატებმა უკრაინას გაუწია დაახლოებით 55,9 მილიარდი დოლარის სამხედრო დახმარება.
უკრაინის პრეზიდენტი 22 სექტემბერს ჩავიდა აშშ-ში, სადაც გაეროს გენერალურ ასამბლეას მიმართავს და შეხვდება პრეზიდენტ ჯო ბაიდენს და ვიცე-პრეზიდენტ კამალა ჰარისს, რომელიც 2024 წლის ნოემბრის არჩევნებში დემოკრატიული პარტიის პრეზიდენტობის კანდიდატია.
დაგეგმილია ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვედრა პრეზიდენტობის რესპუბლიკელ კანდიდატთან, აშშ-ის ყოფილ პრეზიდენტ დონალდ ტრამპთანაც.
ვიზიტის წინ პრეზიდენტმა ზელენსკიმ განაცხადა, რომ ვაშინგტონს წარუდგენს უკრაინის „გამარჯვების გეგმას”.