უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, უკრაინელი სამხედროების წარმატება დასავლეთის ქვეყნების დახმარებაზეა დამოკიდებული. როგორც ზელენსკიმ The Economist-თან ინტერვიუში აღნიშნა, დასავლეთმა დაკარგა [ამ ომის] გადაუდებლობის შეგრძნება, ხოლო ბევრმა უკრაინელმა – ეგზისტენციალური საფრთხის განცდა“.
უკრაინის პრეზიდენტის თქმით, ევროპულმა ქვეყნებმა გავლენა უნდა მოახდინონ ამერიკის შეერთებულ შტატებზე, რომ მათ კიევის დახმარების საკითხი გადაწყვიტონ, რაც მისივე თქმით, „ევროპელთა ინტერესშია“.
„ჩვენთვის ფულის და იარაღის მოცემით საკუთარ თავს ეხმარებით. თქვენ საკუთარ შვილებს იცავთ და არა ჩვენსას. თუ უკრაინა წააგებს, პუტინი თავის ჯარებს დასავლეთისკენ მიმართავს. ის სისუსტეს გრძნობს, როგორც ცხოველი. ის სისხლს გრძნობს, თავის ძალას გრძნობს და სადილზე მიგირთმევთ მთელს ევროკავშირთან, ნატოსთან, თავისუფლებასა და დემოკრატიასთან ერთად“, – აცხადებს ვოლოდიმირ ზელენსკი.