ზელენსკი: თუ ტრამპს კონკრეტული სამშვიდობო გეგმა აქვს, შეუძლია გაგვიზიაროს

უკრაინის პრეზიდენტი Fox News-სთან ინტერვიუში აცხადებს, რომ მზად არის თეთრი სახლის ექსლიდერის ს „სამშვიდობო გეგმას“ გაეცნოს, თუკი მას მსგავსი რამ აქვს.
ზელენსკიმ თქვა, რომ მზადაა ისაუბროს დონალდ ტრამპთან, რომელმაც თქვა, რომ მას შეეძლო უკრაინის სამშვიდობო შეთანხმების უზრუნველყოფა „ძალიან სწრაფად“.
„მე მზად ვარ. თუ მას აქვს კონკრეტული სამშვიდობო გეგმა, შეუძლია გამიზიაროს. დიახ, ჩვენ შეგვიძლია შევაჩეროთ ეს ომი, თუ დონბასს და ყირიმს მივცემთ რუსეთს, მაგრამ ეს არ არის სამშვიდობო გეგმა“, – თქვა ზელენსკიმ და დასძინა, რომ ამაზე არასოდეს წავა.
მანამდე კი, ზელენსკიმ დონალდ ტრამპს უკრაინაში ჩასვლა შესთავაზა.
ტრამპა ზელენსკის წინადადების საპასუხოდ თქვა, რომ ახლა უკრაინაში ჩასვლა არასათანადოა, რადგან ტრამპის თქმით, ბაიდენის ადმინისტრაციას აქვს კიევთან საქმე და მას არ სურს ინტერესთა კონფლიქტის შექმნა.

ასევე დაგაინტერესებთ

თეა ზაქარაძე – პოლიტიკაში ვერ ჩავერევი, მხოლოდ იმას ვიტყვი, რომ ქვეყანას და ჩვენს ბიზნესს – ავიაციას სიმშვიდე და სტაბილურობა სჭირდება – თუ ამისთვის ახალი არჩევნები იქნება გამოსავალი, ეს ნაბიჯი უნდა გადაიდგას

არჩილ გორდულაძე – ქურდს ქუდი ეწვისო – მიხეილ სააკაშვილს წამოსცდა, რომ აქციები, რომლებიც ქალაქის სხვადასხვა ქუჩაზე მიმდინარეობს, თურმე „ნაციონალური მოძრაობის“ დაორგანიზებული ყოფილა!