ზელენსკი: თუ ტრამპს კონკრეტული სამშვიდობო გეგმა აქვს, შეუძლია გაგვიზიაროს

უკრაინის პრეზიდენტი Fox News-სთან ინტერვიუში აცხადებს, რომ მზად არის თეთრი სახლის ექსლიდერის დონალდ ტრამპის „სამშვიდობო გეგმას“ გაეცნოს, თუკი მას მსგავსი რამ აქვს.
ზელენსკიმ თქვა, რომ მზადაა ისაუბროს დონალდ ტრამპთან, რომელმაც თქვა, რომ მას შეეძლო უკრაინის სამშვიდობო შეთანხმების უზრუნველყოფა „ძალიან სწრაფად“.
„მე მზად ვარ. თუ მას აქვს კონკრეტული სამშვიდობო გეგმა, შეუძლია გამიზიაროს. დიახ, ჩვენ შეგვიძლია შევაჩეროთ ეს ომი, თუ დონბასს და ყირიმს მივცემთ რუსეთს, მაგრამ ეს არ არის სამშვიდობო გეგმა“, – თქვა ზელენსკიმ და დასძინა, რომ ამაზე არასოდეს წავა.
მანამდე კი, ზელენსკიმ დონალდ ტრამპს უკრაინაში ჩასვლა შესთავაზა.
ტრამპა ზელენსკის წინადადების საპასუხოდ თქვა, რომ ახლა უკრაინაში ჩასვლა არასათანადოა, რადგან ტრამპის თქმით, ბაიდენის ადმინისტრაციას აქვს კიევთან საქმე და მას არ სურს ინტერესთა კონფლიქტის შექმნა.

ასევე დაგაინტერესებთ

თურქეთის საელჩო: უწმინდესის გარდაცვალება უდიდესი დანაკარგია, ვინაიდან იგი მრავალი წლის განმავლობაში იყო ქართველი ხალხის სულიერი მამა, მშვიდობის, ერთიანობისა და ზნეობრივი ღირებულებების საყრდენი

საპატრიარქო: საპატრიარქოში 18 მარტს პანაშვიდი არ იგეგმება – 18 მარტს შედგება წმინდა სინოდის სხდომა, რომლის დასრულების შემდეგ ილია II-ს საპატრიარქო რეზიდენციიდან გადაასვენებენ სამების საპატრიარქო ტაძარში