ზელენსკი: თუ დონალდ ტრამპი პრეზიდენტი გახდება, ჩვენ ვიმუშავებთ, მე ამის არ მეშინია

თუ პრეზიდენტი გახდება, ჩვენ ვიმუშავებთ, მე ამის არ მეშინია , – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, მ კიევში, უკრაინელ ჟურნალისტებთან შეხვედრისას განაცხადა.

„რაც შეეხება ომის დასრულებას, როგორია პოტენციური პრეზიდენტის, პრეზიდენტობის ერთ-ერთი კანდიდატის ხედვა: ჩემთვის ზოგადად გასაგებია. ვფიქრობ თუ ბატონი დონალდ ტრამპი პრეზიდენტი გახდება, ჩვენ ვიმუშავებთ. მე ამის არ მეშინია“, – განუცხადა ჟურნალისტებს ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

უკრაინის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ „რესპუბლიკელებს“ შორის განსხვავებული პოზიციები არსებობს, მათ შორის „უფრო მემარჯვენე, რადიკალური“.

„მაგრამ, „რესპუბლიკურ პარტიაში“ უმრავლესობა ს და უკრაინელ ხალხს მხარს უჭერს“, – აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა.

ასევე დაგაინტერესებთ