ზელენსკი: ზურაბიშვილი დავარწმუნე, რომ უკრაინა მას პარტნიორებთან კოორდინაციას გაუწევს

უკრაინის პრეზიდენტი, პარიზში პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრას ეხმაურება და აღნიშნავს, რომ ის ქართველ კოლეგას კოორდინაციას გაუწევს პარტნიორებთან არა მხოლოდ ევროპაში, არამედ გლობალურად.
ამასთან, ზელენსკის განცხადებით, მან ზურაბიშვილთან შეხვედრისას კიდევ ერთხელ გამოხატა უკრაინის სრული მხარდაჭერა და სოლიდარობა ქართველი ხალხის მიმართ.
“პარიზში საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს შევხვდი. მე უკრაინის სრული მხარდაჭერა და სოლიდარობა გამოვხატე ქართველი ხალხის მიმართ, რომელიც თავისი ღირსეული მომავლისთვის იბრძვის და აღვნიშნე, რომ ქართველი ხალხის ნების პატივისცემა და ივანიშვილის ხელისუფლებისგან ქვეყნის პუტინისთვის გადაცემის თავიდან აცილება აუცილებელია რეგიონის სტაბილურობისა და მომავლისთვის.
სთვის ეს საქართველოთი არ მთავრდება – ეს ეხება შავი ზღვის რეგიონის კონტროლს – რუსეთის სტრატეგიულ მიზანს, რომელიც საფრთხეს უქმნის ყველა ადამიანის ეროვნულ უსაფრთხოებას.
მე დავარწმუნე პრეზიდენტი ზურაბიშვილი, რომ კოორდინაციას გაუწევს მას პარტნიორებთან, არა მხოლოდ ევროპაში, არამედ გლობალურად, რათა უზრუნველყოს სისტემური პასუხი და მხარი დაუჭიროს ქართველ ხალხს თავისუფლად და დამოუკიდებლად ცხოვრების უფლების დაცვაში”, – წერს ზელენსკი.
საქართველოს პრეზიდენტი საფრანგეთში უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდა. ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.