ზელენსკი: „ზალუჟნის დათხოვნა არა კურსის ცვლილება, არამედ მენეჯმენტის გადახალისებაა“

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ „ფოქს ნიუსთან“ ინტერვიუში განაცხადა, რომ შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის, ვალერი ზალუჟნის ოლექსანდრ სირსკით შეცვლა არა უკრაინის კურსის ცვლილება, არამედ სამხედრო სარდლობის მენეჯმენტის გადახალისებაა.
ზელენსკის განცხადებით, „უნდა იყოს უფრო სწრაფი, რაც ნიშნავს, რომ უარი უნდა ვთქვათ არსებულ ბიუროკრატიაზე. სხვა შანსი არ გვაქვს“.
უკრაინის პრეზიდენტმა ასევე აღნიშნა, რომ „დრო ფულია, ჩვენს შემთხვევაში კი დრო ფული კი არა, ადამიანების სიცოცხლეა“.
ზელენსკის ასევე ჰკითხეს, რატომ მიანიჭა ზალუჟნის უკრაინის გმირის წოდება და ყოფილი მთავარსარდალი პრეზიდენტის მხარდამჭერას განაგრძობს, თუ ოპოზიციაში გადავა. კითხვის მეორე ნაწილს პრეზიდენტმა არ უპასუხა, ხოლო გმირის წოდების მინიჭებაზე განაცხადა: „მან ჩვენი ქვეყანა დაიცვა. ამიტომ მივანიჭე უკრაინის გმირის წოდება. მისი ძალიან მადლობელი ვარ“.
ზელენსკიმ 8 თებერვალს დაითხოვა და მის ნაცვლად გენერალი ოლექსანდრ სირსკი დანიშნა. ამ თემაზე გირჩევთ:
· რას (არ) ცვლის ომისთვის ზალუჟნის სირსკით ჩანაცვლება – 2 ქართველი გენერლის მოსაზრება

ასევე დაგაინტერესებთ

ტაბულას რამდენიმე ინფორმირებულმა წყარომ დაუდასტურა, რომ კვირას, 22 მარტს, კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორის დაკრძალვაზე ჩამოსვლას გეგმავს მსოფლიო პატრიარქი ბართლომეოსი და ეს რუსული დელეგაციისთვის პრობლემაა

ადვოკატი – „ქართული ოცნება“ სასამართლოზე აგრძელებს წნეხს, რისი ნათელი მაგალითიც არის შალვა პაპუაშვილის განცხადება, რაც ადასტურებს ხელისუფლების მხრიდან ალეკო ელისაშვილის პოლიტიკური ნიშნით ხანგრძლივი პატიმრობის განზრახვას

მსოფლიო პატრიარქი – საუკუნო და უკვდავი იყოს ნეტარი პატრიარქის, ილია II-ის ხსოვნა – მისი ხანგრძლივი და დალოცვილი პატრიარქობის პერიოდში უნიკალურად განმტკიცდა საქართველოს ეკლესიის ურთიერთობა კონსტანტინოპოლის ეკლესიასთან