ზელენსკი: ველით, რომ რუსეთი დაადასტურებს ცეცხლის შეწყვეტას და მზად ვართ შეხვედრისთვის

უკრაინის პრეზიდენტის, თქმით, ელიან, რომ ხვალიდან, 12 მაისიდან დაადასტურებს ცეცხლის შეწყვეტას, ამის შემდეგ კი შეხვედრისთვის მზად არის.

ზელენსკის თქმით, პუტინის განცხადება კარგი ნიშანია, რომ “რუსები საბოლოოდ ფიქრობენ ომის დასრულებაზე”.
“ეს კარგი ნიშანია იმისა, რომ რუსები საბოლოოდ ფიქრობენ ომის დასრულებაზე. ამას მსოფლიოში ყველა დიდი ხანია ელოდება. ნებისმიერი ომის ჭეშმარიტად დასრულების პირველი ნაბიჯი არის ცეცხლის შეწყვეტა.
აზრი არ აქვს მკვლელობების გაგრძელებას თუნდაც ერთი დღით. ჩვენ ველით, რომ რუსეთი დაადასტურებს სრულ, ხანგრძლივ და სანდო ცეცხლის შეწყვეტას ხვალიდან, 12 მაისიდან და უკრაინა მზად არის შეხვედრისთვის”, – დაწერა ზელენსკიმ.
პუტინი კიევს 30-დღიან ზავზე დათანხმების ნაცვლად პირდაპირი მოლაპარაკებების განახლებას სთავაზობს, ყოველგვარი წინაპირობების გარეშე.
გუშინ, 10 მაისს, კიევში ვიზიტით მყოფმა ევროპელმა ლიდერებმა განაცხადეს, რომ ორშაბათიდან, 12 მაისიდან, უნდა მოხდეს სრული და უპირობო ცეცხლის შეწყვეტა მინიმუმ 30 დღის განმავლობაში. მათივე თქმით, -ის პრეზიდენტი წინადადებას მხარს უჭერს და ის დათანხმდა რუსეთისთვის სანქციების დაწესებას, თუ ცეცხლის შეწყვეტა ვერ მოხდება.
ტრამპმა რამდენიმე საათის წინ დაწერა, რომ “წინ დიდი კვირაა”.