ზელენსკი: ვასრულებთ მუშაობას 20-პუნქტიან დოკუმენტზე და მოველით, რომ უახლოეს ხანში მივაწოდებთ -ს

“მიმდინარე კვირა შესაძლოა იყოს ახალი ამბის მომტანი ყველა ჩვენგანისთვის და ამბისა სისხლისღვრის დასასრულებლად”, – წერს უკრაინის პრეზიდენტი პლატფორმა X-ზე. პრეზიდენტის სიტყვებით, დღეს, 10 დეკემბერს, დაგეგმილია “საუბარი ამერიკულ მხარესთან დოკუმენტზე, რომელშიც ჩაიწერება უკრაინის ომისშემდგომი აღდგენისა და ეკონომიკური განვითარების დეტალები”.
ზელენსკი აგრეთვე აღნიშნავს, რომ პარალელურად სრულდება მუშაობა ძირითად, 20-პუნქტიან დოკუმენტზე, “რომლითაც შესაძლებელია განისაზღვროს ომის დასრულების პარამეტრები და მოველით, რომ ამ დოკუმენტს -ს უახლოეს ხანში მივაწოდებთ, პრეზიდენტ ტრამპის გუნდთან და ევროპაში ჩვენს პარტნიორებთან ერთობლივი მუშაობის შედეგად”.
უკრაინის პრეზიდენტი წერს, რომ 24/7-ზე რეჟიმში აგრძელებს ურთიერთობას ყველა პარტნიორთან, “ომის დასასრულებლად ყველა შესაძლებელი და რეალისტური ნაბიჯის განსასაზღვრად” და ხაზგასმით აღნიშნავს, რომ “ყველაფერი უნდა იყოს უკრაინისთვის სანდო და ღირსეული”.
ს თანახმად, 11 დეკემბერს დაგეგმილია შეხვედრა “მსურველთა კოალიციის” ფორმატში, რომლის მიზანიც არის მომავალი უსაფრთხოების უზრუნველყოფა და ს მხრიდან აგრესიის გამეორების პრევენცია.
“გვჯერა, რომ მშვიდობას არ გააჩნია ალტერნატივა და მთავარი საკითხებია, როგორ მოხდეს ს იძულება, რომ შეწყვიტოს მკვლელობები და სახელდობრ, რა შეაკავებს რუსეთს მესამედ შემოჭრისგან”, – წერს უკრაინის პრეზიდენტი, რომელიც 10 დეკემბერსვე, ამ პოსტის გამოქვეყნებამდე ერთი საათით ადრე წერდა აგრეთვე უკრაინის საგარეო დაზვერვის ხელმძღვანელთან შეხვედრაზე, რომელიც შეეხებოდა უკრაინის გარშემო, საგარეო-პოლიტიკურ ასპარეზზე არსებულ ვითარებასა და რუსეთის ეკონომიკის მდგომარეობას – „კერძოდ, მისი კომპანიებისა და სახელმწიფო სისტემის ჩინურ ინვესტიციებზე, ტექნოლოგიებსა და პოლიტიკურ პრიორიტეტებზე დამოკიდებულებას“.
უკრაინის პრეზიდენტის სიტყვებით, უკრაინის დაზვერვა თვალს ადევნებს “ჩინეთის სასარგებლოდ რუსეთის ტერიტორიის ნაწილების დესუვერენიზაციის მზარდ ტრენდს – უპირატესად რესურსებით მდიდარი მიწის გამოყენებითა და იშვიათი რესურსების ჩინეთისთვის მიყიდვით. აგრეთვე ვხედავთ, რომ ჩინეთი დგამს ნაბიჯებს რუსეთთან თანამშრომლობის გასაძლიერებლად, სამხედრო-ინდუსტრიული სექტორის ჩათვლით. პარტნიორ სადაზვერვო სამსახურებსაც აქვთ მსგავსი ინფორმაცია“.
ზელენსკი წერს, რომ საგარეო დაზვერვის სამსახურს დაავალა, უფრო საფუძვლიანად დააკვირდეს მოსკოვსა და პეკინს შორის თანამშრომლობას – „ყველა ასპექტს, რომლებიც ეხება უკრაინის ეროვნულ ინტერესებს, აგრეთვე ყველა ასპექტს, რომლებიც უკავშირდება ევროპასა და აშშ-ში ჩვენი პარტნიორების ინტერესებს“.
მოსკოვში, კრემლში, 2 დეკემბერს ტრამპის წარმომადგენლების, სტივენ უიტკოფისა და ჯარედ კუშნერის ვლადიმირ პუტინთან შეხვედრის შემდეგ, 4-6 დეკემბერს გაიმართა -ამერიკის მხარეების შეხვედრა მაიამიში. იმავე დღეებში უკრაინის პრეზიდენტი მართავდა შეხვედრებს ევროპელ პარტნიორებთან. აშშ-დან დაბრუნების შემდეგ, უკრაინის დელეგაციამ რუსტემ უმეროვის ხელმძღვანელობით, დეტალური ინფორმაცია მიაწოდა ვოლოდიმირ ზელენსკის. აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა გამოთქვა მოლოდინი, რომ უახლოეს მომავალში ელოდება ს პოზიციას. “პოლიტიკოსთვის” მიცემულ ინტერვიუში ტრამპმა განაცხადა, რომ “დროა, მან [ზელენსკიმ – რ.თ.] თავი ხელში აიყვანოს და დაიწყოს რეალობის ისე მიღება, როგორიც ის არის”.
ფორუმი