ზელენსკი: ვაგრძელებთ კურსკში ჩვენი კონტროლირებადი ტერიტორიის ზრდას

უკრაინის შეიარაღებული აგრძელებენ რუსეთში, კურსკის ოლქში კონტროლირებადი ტერიტორიის ფართობის გაზრდას.
ამის შესახებ ყოველდღიურ მიმართვაში უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, იუწყება „უკრაინკა პრავდა“.
„ვაგრძელებთ ჩვენი კონტროლირებადი ტერიტორიის ზრდას, უკრაინის საზღვართან მდებარე გარკვეულ რაიონებში. დღესაც, როგორც ყოველდღე, გვაქვს [ტყვეთა] გაცვლის ფონდში ზრდა. მადლობა, მეომრებო! ეს დაგვეხმარება, რუსული ტყვეობიდან სახლში ბევრი ჩვენიანი დავაბრუნოთ.
ისიც უნდა გავიგოთ, რომ მთელი დაძაბულობა, რაც რუსეთში გადავიტანეთ, ნიშნავს, რომ ისინი ვერ შეძლებენ, კიდევ უფრო დიდი ზეწოლა მოახდინონ ჩვენს დონეცკის ოლქზე“, – ამბობს ზელენსკი.

ასევე დაგაინტერესებთ

გრიგოლ გეგელია – კაცი, რომლის პირობებშიც თვალსაჩინოდ დაიწყო ქართული საგარეო პოლიტიკის რღვევა და სპობა, მივლენილია მნიშვნელოვან ევროპულ დედაქალაქში, რაც მკაფიო სიგნალია, რომ ანტიევროპულობა წარმოადგენს რეჟიმის უპირობო და ურყევ კურსს