ზელენსკი ეჭვქვეშ აყენებს რობერტ ფიცოსთან დავოსში შეხვედრის შესაძლებლობას – bloomberg

უკრაინის პრეზიდენტი ეჭვქვეშ აყენებს ს პრემიერ-მინისტრ რობერტ ფიცოსთან დავოსში შეხვედრის შესაძლებლობას. ამის შესახებ ინფორმაციას „ბულმბერგი“ ავრცელებს.
მანამდე სლოვაკეთის მთავრობის მეთაურმა განაცხადა, რომ ზელენსკის შეხვედრას სთავაზობს დავოსში, სადაც ორივე ლიდერი მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმში მიიღებს მონაწილეობას.
ზელენსკიმ „ბლუმბერგს“ განუცხადა, რომ ვერაფერს დაგეგმავს ფიცოსთან, რადგან სლოვაკეთის ლიდერი შეიძლება დავოსში წავიდეს, მაგრამ საბოლოოდ სადღაც სოჭში აღმოჩნდეს“.
“ჩვენ არ ვიცით, ვინ უყიდის მას ბილეთებს, რადგან ის მუდამ გამოტოვებს ხოლმე დანიშნულების პუნქტებს”, – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.
ცნობისთვის, 13 იანვარს ფიცომ ღია წერილით მიმართა ზელენსკის, რომელშიც უკრაინის პრეზიდენტს შეხვედრაზე იწვევდა გაზის ტრანზიტთან დაკავშირებული პრობლემების გადასაჭრელად.
ფიცომ განაცხადა, რომ არ აქვს დაძაბულობის შემდგომი ესკალაციის განზრახვა და სურს, სრულად კონცენტრირდეს ტრანზიტის შეჩერებასთან დაკავშირებული სიტუაციის მოგვარებაზე. ზელენსკიმ სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრის მოწვევაზე პასუხად მას კიევში ჩასვლა შესთავაზა. ფიცომ კი ამ მოწვევას „ბავშვური“ უწოდა.
წყარო: 1tv.ge

ასევე დაგაინტერესებთ

„მინდა, მადლობა გადაგიხადოთ საქართველოს ევროპული გზის მხარდაჭერისთვის. ჩვენ გვაქვს ძალიან მკაფიო და ამბიციური მიზანი – 2030 წლისთვის საქართველო გახდეს ევროკავშირის წევრი ქვეყანა“ – ირაკლი კობახიძე ვიქტორ ორბანს

„ჩვენ მივესალმებით უნგრეთის მხარის მზადყოფნას, გამოყოს დარგობრივი ექსპერტი, რომელიც მხარს დაუჭერს სამინისტროს სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარების სფეროში ევროინტეგრაციის მოთხოვნების შესრულების პროცესში“ – დავით სონღულაშვილი