უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი გამოეხმაურა აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის განცხადებას, რომელმაც ვლადიმერ პუტინი და ვოლოდიმირ ზელენსკი სათამაშო მოედანზე მოჩხუბარე ბავშვებს შეადარა.
ABC-სთან ინტერვიუში ვოლოდიმირ ზელენსკიმ თქვა, რომ ეს არ არის სათამაშო მოედანზე მყოფი ბავშვების ჩხუბი, რადგან “ვლადიმერ პუტინი მკვლელია, რომელიც ამ მოედანზე ბავშვებს კლავს”.
“რუსეთის ომი უკრაინის წინააღმდეგ – ეს არ არის სათამაშო მოედანზე მყოფი ბავშვების ჩხუბი. ის, ვლადიმერ პუტინი, მკვლელია, რომელიც მოვიდა ამ სათამაშო მოედანზე, რათა მოკლას ბავშვები. […] მაგრამ, საქმე დონალდ ტრამპში არაა, [რადგან] ნებისმიერი ადამიანი, რომელიც ათასობით მილის დაშორებითაა, ვერ შეძლებს სრულად შეიგრძნოს და გაიგოს ეს ტკივილი”, – ამბობს ვოლოდიმირ ზელენსკი.
აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან სატელეფონო საუბრის დეტალებზე ისაუბრა, რა დროსაც მან რუსეთ-უკრაინის ომი შეადარა “ორ პატარა ბავშვს, რომლებიც გიჟებივით ჩხუბობენ”.
