ზელენსკი: ევროპელ მოკავშირეებთან რუსეთთან ზავს არ განვიხილავთ

უკრაინის პრეზიდენტმა, რომელმაც ევროპული ტურნე დაიწყო 10 ოქტომბერს და უკვე ესტუმრა ბრიტანეთს და საფრანგეთს, განაცხადა, რომ რუსეთთან ომში ცეცხლის შეწყვეტა არ განიხილება ევროპელ მოკავშირეებთან შეხვედრებზე და მოუწოდა დასავლეთს, გაუწიოს ს მხარდაჭერა მკაცრი ზამთრის წინ.
ლონდონში, პარიზში, რომსა და ბერლინში თავისი 48-საათიანი მოგზაურობის დროს, ცდილობს სამხედრო და ფინანსური დახმარება მოიპოვოს იმ შიშის ფონზე, რომ თუ დონალდ ტირამპი გახდა -ის პრეზიდენტი, დახმარება შემცირდება.
პარიზში, საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონთან მოლაპარაკების შემდეგ, ჟურნალისტებთან საუბრისას ზელენსკიმ უარყო მედიის ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ის რუსეთთან ცეცხლის შეწყვეტის პირობებს განიხილავდა მასპინძლებთან.
„ეს არ არის ჩვენი მსჯელობის თემა“ -თქვა მან, „ეს არ არის მართალი. მედიაში დეზინფორმაციის გავრცელებაზე ბევრს მუშაობს, ისე რომ, ასეთი ცნობები გასაგებია“, დასძინა მან.
ზელენსკიმ უარყო ყოველგვარი სამშვიდობო გეგმა, რომელიც რუსეთისთვის მიწების დათმობას გულისხმობს და თქვა, რომ მოსკოვმა ჯერ მთლიანად უნდა გაიყვანოს თავისი ჯარი უკრაინიდან.
ზელენსკიმ განაცხადა ასევე, რომ მან მაკრონთან ერთად განიხილა რუსეთზე „ს გამარჯვების“ გეგმა და მადლობა გადაუხადა მაკრონს მხარდაჭერისთვის.
„ზამთრამდე დაგვჭირდება მხარდაჭერა,“ თქვა ზელენსკიმ და აღიარა, რომ „რთული ვითარებაა აღმოსავლეთში“ და „დიდია დეფიციტი“ ზოგიერთი აღჭურვილობის მხრივ“.
დეტალებზე ლაპარაკის გარეშე, მაკრონმა თქვა, რომ ზელენსკიმ გააცნო „უკრაინის მომავალი კვირების გეგმა“ და რომ მათ განიხილეს „მომავალი კვირების და თვეების სტრატეგია“.
მაკრონმა უკრაინას რუსეთთან ომში მხარდაჭერა გამოუცხადა.
ზელენსკი პარიზში ჩავიდა ლონდონიდან, სადაც მასპინძელი ქვეყნის პრემიერ-მინისტრ კირ სტარმერის გარდა შეხვდა ნატოს გენერალურ მდივანს, მარკ რიუტეს.
სტარმერმა შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ ზელენსკითან ერთად დეტალურად განიხილა უკრაინის „გამარჯვების გეგმა”.
ზელენსკი ცდილობს მოიპოვოს ნებართვა, დასავლეთის შორი მოქმედების იარაღის გამოყენებისთვის რუსეთის ტერიტორიაზე სამიზნეების წინააღმდეგ, რათა შეაჩეროს რუსეთი, რომელმაც ბოლო ხანებში დაიკავა უკრაინის აღმოსავლეთის ათეულობით სოფელი და ქალაქი.
ვაშინგტონი და ლონდონი ნებართვის მიცემას აჭიანურებენ, რადგან შიშობენ, რომ ნატოები მოკავშირეები რუსეთთან უშუალო კონფლიქტში ჩაერთვებიან. სტარმერმა თქვა, რომ არც ერთი ომი არ მოგებულა ჯერ მხოლოდ იარაღით და რომ ზელენსკისთან დახმარების დეტალები განიხილეს.
ამ საკითხზე რიუტემ უთხრა ჟურნალისტებს, რომ „იურიდიულად ეს შეიძლება, რადგან უკრაინას ამ მხრივ აქვს უფლება, თავისი იარაღი გამოიყენოს რუსეთში სამიზნეების წინააღმდეგ, თუ ისინი უკრაინისთვის საფრთხეს წარმოადგენს“. რიუტემ დასძინა, რომ საქმე ისაა, რას მოიმოქმედებენ მოკავშირეები და რომ საბოლოო ჯამში ეს დამოკიდებულია ცალკეულ წევრზე.
უკრაინის შესახებ საკოორდინაციო ჯგუფის 12 ოქტომბრისთვის გერმანიაში, აშშ-ის სამხედრო ბაზაზე – რამშტაინში დაგეგმილი შეხვედრა, რომელზეც ზელენსკიც უნდა ჩასულიყო, გადაიდო, რადგან აშშ-ის დელეგაციამ პრეზიდენტ ს ხელმძღვანელობით გადადო მოგზაურობა გრიგალ „მილტონის“ გამო.
ფორუმი

ასევე დაგაინტერესებთ

პრემიერი – უწესოდ იმოქმედეს და სცადეს დამოუკიდებელი ინსტიტუტის მიმართ გავლენის მოპოვება და სალომე ზურაბიშვილის სუსტი ნებისყოფიდან გამომდინარე, ეს ძალიან მარტივად მოახერხეს – მას აქვს კონკრეტული მატერიალური სარგებელიც მიღებული

დავით გამყრელიძე – კომპიუტერული პროგრამის მეშვეობით ყველა ელექტრონული ე.წ ჩეკი, აიტვირთება საქართველოს გარეთ ე.წ ქლაუდზე – შეჯამდება და უმოკლეს ვადაში გავიგებთ ქართველი ხალხის არჩევანს

პრემიერი – “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონზე – ევროკავშირში დაწყებული იყო იდენტური კანონის მიღების პროცესი და გააჩერეს – ვერ იღებენ იმის გამო, რომ მერე ვეღარ მოგვთხოვენ იგივე შინაარსის კანონის უკან გახმობას