ზელენსკი, ევროპელ ლიდერებთან ერთად, დონალდ ტრამპს ტელეფონით ესაუბრა: “რუსეთზე ზეწოლა უნდა შენარჩუნდეს”

უკრაინის პრეზიდენტი, საფრანგეთის პრეზიდენტი, გერმანიის კანცლერი, ბრიტანეთის პრემიერი და პოლონეთის პრემიერი -ის პრეზიდენტს ტელეფონით ალბანეთიდან ესაუბრნენ და სტამბოლში -რუსეთის დელეგაციების მოლაპარაკებები განიხილეს.
ამის შესახებ სოციალურ ქსელში წერს და ფოტოს აქვეყნებს.
“ვესაუბრე -ს პრეზიდენტ დონალდ ტრამპს პრეზიდენტ მაკრონთან, ფედერალურ კანცლერ მერცთან, პრემიერ მინისტრ სტარმერთან და ტუსკთან ერთად. განვიხილეთ შეხვედრა სტამბოლში. მზადაა, რაც შეიძლება სწრაფი ნაბიჯები გადადგას რეალური მშვიდობისთვის და მნიშვნელოვანია, რომ მსოფლიომ მტკიცე პოზიციები დაიჭიროს. ჩვენი პოზიცია: თუ რუსები უარს იტყვიან სრულ და უპირობო ცეცხლის შეწყვეტაზე და მკვლელობებზე, მკაცრი სანქციები უნდა იყოს. რუსეთზე ზეწოლა უნდა შენარჩუნდეს მანამ, სანამ ომის დასრულებისთვის მზად არ იქნება. მადლობა მსოფლიოში ყველას, ვინც გვეხმარება”,- წერს ზელენსკი.

ასევე დაგაინტერესებთ

გიგი წერეთელი: პატრიარქი ხშირად ახსენებდა მადლიერებას, ქრისტიანისთვის აუცილებელ და ღმერთთან დამაკავშირებელ თვისებას – ახლა, მისი ღვთივ განსვენების დროს, ვხედავთ ამ მადლიერებას მისი ხალხის თუ საერთაშორისო საზოგადოებისგან

მეფე ჩარლზ III: 2011 წელს მისი უწმინდესობის ვიზიტი და შეხვედრა მის უდიდებულესობა დედოფალ ელისაბედ II-სთან წარმოადგენდა ჩვენს ეკლესიებსა და ხალხებს შორის არსებული თბილი და ურთიერთპატივისცემაზე დამყარებული ურთიერთობების ნათელ დასტურს