ზელენსკი ევროპელ ლიდერებთან გამართული სატელეფონო საუბრის შესახებ განცხადებას ავრცელებს და აცხადებს, რომ უკრაინისთვის და მთელი ევროპისთვის სამშვიდობო გეგმა განიხილეს

ზელენსკი ევროპელ ლიდერებთან გამართული სატელეფონო საუბრის თაობაზე განცხადებას ავრცელებს. შესაბამისი განცხადება უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის სოციალურ ქსელში აქვს გამოქვეყნებული.
კერძოდ, პარასკევს, 21 ნოემბერს, უკრაინის პრეზიდენტმა სატელეფონო საუბარი გამართა დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრ კირ სტარმერთან, საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონთან და გერმანიის კანცლერ ფრიდრიხ მერცთან.
„განვიხილეთ უკრაინისთვის და მთელი ევროპისთვის სამშვიდობო გეგმა. ვაფასებ შეერთებული შტატების, პრეზიდენტ ტრამპისა და მისი გუნდის ძალისხმევებს ამ ომის დასასრულებლად. ამერიკული მხარის მიერ მომზადებულ დოკუმენტზე ვმუშაობთ. ეს უნდა იყოს გეგმა, რომელიც ნამდვილ, ღირსეულ მშვიდობას უზრუნველყოფს.
მჭიდროდ ვახდენთ კოორდინაციას, რათა პრინციპული პოზიციები იქნას გათვალისწინებული. მოვახდინეთ შემდგომი ნაბიჯების კოორდინაცია და შევთანხმდით, რომ შესაბამისი დონის გუნდები ერთად იმუშავებენ”,-წერს ზელენსკი.

ასევე დაგაინტერესებთ

შვედი დეპუტატი – შეხედეთ საქართველოს პარლამენტის წევრებს, სრულ სისულელეებს ლაპარაკობენ – ჩვენ ვცდილობთ დანაშაულთან ბრძოლას, დემოკრატიულ ქვეყნებში ასე ვმუშაობთ, პროტესტის დროს, ქუჩაში ოპონენტებს ქიმიური იარაღით არ ვუსწორდებით

ეკა ბესელია – არ ვფიქრობ, რომ ეყოფათ გამბედაობა, ზურაბიშვილის დაკავების გადაწყვეტილება მიიღონ, რადგან მას თავისი ლეგიტიმაცია აქვს – წარმოუდგენელ რაღაცებს ეხება კობახიძე, დააპატარავა და შეურაცხყო კონსტიტუცია, სამართალს ასე არავინ მოჰქცევია